მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი ოჯახურ ფოტოებს ავრცელებს. 12 სექტემბერს გიას მამა, ასევე ცნობილი მუსიკოსი, ესტრადის რეჟისორი და გიტარისტი, სხვადასხვა მუსიკალური პროექტის ავტორი ჯემალ ბაღაშვილი 81 წლის გახდა. როგორც მისი შვილის პოსტიდან ვგებულობთ, დაბადების დღე მან მეუღლესთან, შვილსა და შვილიშვილებთან ერთად გადაიხადა:
"დღეს 12 სექტემბერია, ანუ დიდი დღეა, დიდი! მამაჩემის დაბადების დღეა! ჯემალ ბაღაშვილი 81 წლის გახდა!!!
მამა, ჯანმრთელად გვყავდე! იხარე და იბედნიერე შენს ოჯახთან, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! სადაც შენ ხარ, იქ ყოველთვის დღესასწაულია! ღმერთს ვთხოვ ეს დღესასწაული დიიიიიდ ხანს გაგრძელდეს და ვიყოთ ასე შინაურულად და ოჯახურად "მამა-შვილი-შვილიშვილი ბაღაშვილი"! - წერს გია ბაღაშვილი.
მისივე სტატუსიდან ვიგებთ, რომ "პატარა ბაღაშვილებმა" პირველებმა მიულოცეს იუბილარს. ტორტიც თავად შეურჩიეს და "რა ლამაზი დღეაც" ერთხმად უმღერეს. ნინიმ და ლიზამ საკუთარი ნახატები აჩუქეს, მარიამმა და ანასტასიამ კი - მათივე ხელით მომზადებული მისალოცი ბარათი.
"ძნელია ამაზე საუბარი... ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, რომ ამხელა სტრესის ქვეშ აღმოჩნდნენ" - თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორების შესახებ პირველად საუბრობს
გია ბაღაშვილის პირველი კომენტარი ცოლთან დაშორების შემდეგ - "დიახ, მესამე წელია, რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ..."