ნანუკა გულუა ორი კვირის წინ გახდა დედა - მას და კახაბერ კაშიას პატარა ნინა შეეძინათ. ბავშვის სახეს ჯერჯერობით არ აჩენს. თუ რატომ მალავს და როგორ გაუმკლავდა მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, ამაზე ნანუკამ ინსტაგრამზე გასცა პასუხები გამომწერებს.
როგორც ნანუკა ამბობს, პატარა ნინა, რომელიც 3,900 დაიბადა, სრულად ბუნებრივ კვებაზე არ ჰყავს და ჯერჯერობით შერეულ კვებაზეა. ახალშობილი ნინა კარგი ხასიათისაა და მხოლოდ ჭამის დროს იღვიძებს, დანარჩენ დროს ძირითადად ძინავს. ნანუკას მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ გაუარა: "გამიარა უკვე... კინაღამ გავგიჟდი", - წერს ნანუკა. თავად მშობიარობის პროცესი იმდენად რთული არ ყოფილა, საკეისრო გაუკეთა. ორსულობის დროსაც საკმაოდ აქტიური იყო.
"ბოლო წამამდე აქტიურად ვმუშაობდი. გადასარევი ორსულობა მქონდა, თუ არ ჩავთვლით შეშუპების დისკომფორტს... მშობიარობიდან ორი კვირა გავიდა და ჩიტივით ვარ უკვე".
ნანუკას ასევე დაუსვეს შეკითხვა, როდის გამოაჩენს პატარას, რაზეც ის ასე პასუხობს:
"ზუსტად ერთ თვეში... არ მჯერა დიდად ამ სისულელეების, მაგრამ ყველა რომ გეუბნება, მაინც მოქმედებს".
ნანუკა დედობაზეც საუბრობს, რომელიც სასწაული გრძნობაა: "მეშინია, გული არ გამისკდეს სიყვარულით".