"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქართველების შეფასებები" - ცნობილი თურქული სერიალის ქართველი მსახიობის კომენტარი და ანონსი ქართული სიმღერითა და ცეკვით (ვიდეო)
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქართველების შეფასებები" - ცნობილი თურქული სერიალის ქართველი მსახიობის კომენტარი და ანონსი ქართული სიმღერითა და ცეკვით (ვიდეო)
ცნო­ბი­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის "სხვი­სი შვი­ლის" მე­სა­მე სე­ზონს მა­ყუ­რე­ბე­ლი ეკ­რა­ნებ­ზე 19 სექ­ტემ­ბრი­დან იხი­ლავს. სე­რი­ა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ანონ­სი ორი დღის წინ გავ­რცელ­და, მაგ­რამ გუ­შინ კი­დევ ერთი ვი­დეო გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ის­მის. "ახლა უნე­ბუ­რად ძლი­ერ მო­მე­ნატ­რე, ჩურ­ჩუ­ლით ჩა­მეს­მის ტკბი­ლი იავ­ნა­ნა...“ - მღე­რის პა­ტა­რა გო­გო­ნა და მშობ­ლი­ურ ჰან­გებ­ზე სე­რი­ა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ილე­თე­ბით ცეკ­ვავს.

ვი­დეო "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ქარ­თველ­მა მსა­ხი­ობ­მაც გა­ა­ზი­ა­რა.

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი, ჩემი ქარ­თვე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი... ვეც­დე­ბი კი­დევ ბევ­რჯერ გა­გა­ხა­როთ, უფა­ლი ჩვენ­სკენ" - წერს
ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი.

მა­ყუ­რებ­ლის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია,
რომ თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის მე­სა­მე სე­ზონ­ში, მთა­ვა­რი გმი­რის წას­ვლის შემ­დეგ, ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნის გმი­რის შეყ­ვა­რე­ბულს ბა­თუ­მე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი თა­მა­შობს. რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად სე­რი­ა­ლის მე­სა­მე სე­ზონ­ში, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია. სე­რი­ა­ლის ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ ნა­ნუ­კა სილა თურ­ქოღ­ლუს გმირს კი არ ცვლის, ის შე­საძ­ლოა ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხით გა­მოჩ­ნდეს, რო­მე­ლიც ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლია. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო
2390
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები