პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილები "მისი უდიდებულესობის" წოდებას არ მიიღებენ, რაც ბრიტანეთიდან "გახიზნულ“ წყვილს ძალიან აბრაზებს. პრინცი ჰარის მამა, ჩარლზ III თანახმაა, მისცეს 3 წლის არჩის და 1 წლის ლილიბეთს პრინცის და პრინცესას წოდება, მაგრამ ერთკვირიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, მან უარი თქვა მათთვის "მისი უდიდებულესობის" ტიტულის მიცემაზე. ეს ტიტული არჩის და ლილიბეთის მშობლებსაც ჩამორთმეული აქვთ მას შემდეგ, რაც მათ 2020 წელს სამეფო ოჯახი და დიდი ბრიტანეთი დატოვეს.
"ჰარი და მეგანი შეუპოვრები იყვნენ იქიდან მოყოლებული, რაც დედოფალი გარდაიცვალა. ისინი დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ არჩი და ლილიბეთი პრინცი და პრინცესა არიან, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ისინი "მისი უდიდებულესობის ტიტულს" ვერ მიიღებენ, წყვილი გააცოფა“, - ამბობს გამოცემის წყარო.
განაგრძეთ კითხვა