„მადლობა 10-წლიანი ერთგულებისთვის“: „კარფურმა“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზები დაახვედრა
„მადლობა 10-წლიანი ერთგულებისთვის“: „კარფურმა“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზები დაახვედრა

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი „კარფური“, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს.
საიუბილეო შეთავაზებებთან ერთად, „კარფურმა“ განსაკუთრებული პრიზები გადასცა ერთგულ მომხმარებლებს.
ტრადიციულად, კომპანიის ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული პრიზებით აჯილდოვებს, რათა გამოხატოს მადლიერება ნდობისა და ერთგულებისათვის, სწორედ ამიტომ საიუბილეო კამპანიის მთავარი სლოგანია - „მადლობა 10 წლიანი ერთგულებისთვის".
mshoblebi
13 სექტემბერს, კარფურის დაბადების დღეს, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში გრანდიოზული პრიზები გათამაშდა. კომპანია კარფურის და Mastercard-ის გრძელვადიანი, წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ამ დღეს მომხმარებლებს შანსი მიეცათ
მოეგოთ მთავარი პრიზი - დაუვიწყარი
მოგზაურობა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, 5 ღამით, რომელსაც ტურისტული კომპანია - Go Tour-ი უზრუნველყოფს. ტურის წამყვანი კი ნიკოლოზ წულუკიძე იქნება.
mshoblebi
კარფურის ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში, MyClub-ის დასკანერებისა და Mastercard-ით გადახდისას, შემთხვევითობის პრინციპით ნებისმიერი პროდუქტის ან ნივთის შეძენისას, კარფურის მომხმარებლებმა მიიღეს შანსი მოეგოთ - მაიქლაბის 1000 ლარამდე ქულები, ავეჯი, სამზარეულოს ინვენტარი, ფასდაკლბები ტექნიკის სხვადასხვა კატეგორიაზე და ისეთი ბრენდის საჩუქრები, როგორიცაა Voulez-Vous, Wissol, Wolt, Coca-cola, President, სანტე, სანდომი, ლოკო-მოკო, Karcher, Heineken, Lowenbrau, Eveline, Carte-Noir, Babyliss და Travel Box - სასტუმროს ვაუჩერთან ერთად გამორჩეული ნივთებისა და პროდუქტების ნაკრები მოგზაურობის მოყვარულთათვის, რომელიც კარფურის მომხმარებლებმა რე-ბანკისგან მიიღეს.
რაც მთავარია, 7 ოქტომბრის ჩათვლით, კარფურის იუბილესთან დაკავშირებით, ყველა ფილიალში მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები და დიდებული ფასდაკლებები ელოდება!
R



172
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები