"განათლებას მოაქვს თავისუფლებაც და მრავალფეროვნებაც" - გაიცანით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი მიხეილ ლაბარტყავა
"განათლებას მოაქვს თავისუფლებაც და მრავალფეროვნებაც" - გაიცანით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი მიხეილ ლაბარტყავა


„უკვე ათწლეულებია, რაც აკადემიურ საქმიანობაში ვარ და ეს ჩემთვის ბედისწერასავითაა, რადგან მთელი ჩემი ოჯახი ამ საქმეს ემსახურებოდა. მჯერა, რომ განათლებას მოაქვს თავისუფლებაც და მრავალფეროვნებაც. არ შეიძლება ყველას ერთი აზრი ჰქონდეს. განსხვავებულობაა საინტერესო.

ყველაზე მეტად ჩემი მოსწავლეების წინსვლა მახარებს. ცოტა ხნის წინ, ჩემი სამი მოსწავლე გახდა ლეონარდო და ვინჩის გრანპრის მფლობელი. მეორე ჯგუფს კი მედიცინის მიმართულებით აქვს წარმატებები. ახლაც მათთან ერთად ვმუშაობ - შევქმენით ნივთიერება, რომელსაც ტყვია გამოაქვს ორგანიზმიდან. უკვე მოვიპოვეთ საავტორო უფლებაც და წინ დიდი გეგმები გვაქვს,“ - ამბობს მასწავლებლის ეროვნული
ჯილდოს
ფინალისტი მიხეილ ლაბარტყავა.

სრული
ინტერვიუ წაიკითხეთ აქ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2022-ის გამარჯვებული 5 ოქტომბერს გამოვლინდება. ლიბერთი აგრძელებს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და წელს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ოქროს სპონსორია.

R

218
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები