როდის და რა ასაკიდან სჭირდება ბავშვს ბრეკეტები? - ზრუნვა ჩვენი შვილების პირის ღრუზე
როდის და რა ასაკიდან სჭირდება ბავშვს ბრეკეტები? - ზრუნვა ჩვენი შვილების პირის ღრუზე
იმისთვის, რომ სწორად განვსაზღვროთ, თუ რა ასაკიდან სჭირდებათ ჩვენს პატარებს ბრეკეტები, საჭიროა ვიცოდეთ ბავშვთა პირის ღრუსა და კბილების თავისებურებების შესახებ. 5-6 წლის ასაკში იწყება სარძევე კბილების ამოღება და მუდმივი კბილების ამოსვლა. ამ დროს ხშირია თანკბილვის დარღვევა და დგება ბრეკეტებით მკურნალობის საჭიროება. თანკბილვის დარღვევის მიზეზი შეიძლება სარძევე კბილების პრობლემიდანაც გამომდინარეობდეს. საზოგადოებაში არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ სარძევე კბილები მაინც მოსაცვლელია და მათ ზრუნვა და მკურნალობა არ სჭირდება. თუ კბილს კარიესი აქვს, მისი დაბჟენის ნაცვლად ამოღებას ამჯობინებენ ხოლმე. ამ დროს მუდმივ კბილს დიდი
თავისუფალი სივრცე ეძლევა და ის
უკონტროლოდ, რკალს გარეთ ამოდის. გარდა ამისა არსებობს უამრავი მიზეზი, რაც არასწორ თანკბილვას იწვევს. მაგალითად, ასეთია: თითისა და მატყუარას ხანგრძლივად წოვა, არასწორი სუნთქვა.

ორთოდონტთან კონსულტაცია და ბრეკეტის გაკეთება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ბავშვს აღენიშნება:

  • დარღვეული თანკბილვა;
  • კბილების ან ყბის ასიმეტრია, სახის ოვალთან მიმართებაში;
  • პირით სუნთქვა;
  • ღეჭვითი პრობლემები.

ამ დროს საჭირო ხდება ორთოდონტიული ჩარევა. „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ განმარტავენ, რომ რაც უფრო პატარა ასაკში დავიწყებთ ორთოდონტიულ მკურნალობას, მით უფრო სწრაფად მივიღებთ შედეგს. მკურნალობისთვის იდეალურ ასაკად მიიჩნევა 10-14 წელი, როდესაც პირის ღრუს ორგანოები და სახის ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო „დამყოლია“ სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად. ზოგადად, ნებისმიერი ბრეკეტებით მკურნალობა, (იქნება ეს მეტალის ბრეკეტები, კერამიკის ბრეკეტები, ლინგვალური ბრეკეტები თუ თვითლიგირებადი ბრეკეტები) ძალიან ეფექტურია. მათი წყალობით რადიკალურად შეიძლება შეიცვალოსბ ბავშვის და არამხოლოდ ბავშვის თანკბილვის რკალი.
mshoblebi
ბრეკეტებით მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 8 თვიდან 2 წლამდეა და დამოკიდებულია პათოლოგიის სირთულეზე.

„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს ბრეკეტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. ის შეიძლება იყოს მეტალის, კერამიკული, ლინგვალური და თვითლიგირებადი ბრეკეტები.

მეტალის ბრეკეტები ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამავდროულად, ხელმისაწვდომი კონსტრუქციაა, რომელიც მაგრდება კბილის გარეთა ზედაპირზე. მეტალის ბრეკეტების მთავარი უპირატესობა არის სიმტკიცე და საიმედო ფიქსაცია.

კერამიკული ბრეკეტების უპირატესობა მის ესთეტიურობაშია. კერამიკული ბრეკეტები განსხვავებით მეტალის ბრეკეტისგან, იმეორებს კბილის ფერს და არის ნაკლებად შესამჩნევი.

ლინგვალური ბრეკეტის ფიქსაცია კბილის შიდა ზედაპირზე ხდება და გამოიყენება შედარებით მსუბუქი შემთხვევის დროს. ლინგვალური ბრეკეტები გვაძლევს შესაძლებლობას, მკურნალობის პროცესი წარიმართოს სრულიად შეუმჩნევლად და არ იქონიოს გავლენა, თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

თვითლიგირებადი ბრეკეტები არის ვესტიბულური ფიქსაციის. მკურნალობა ხდება სუსტად მოქმედი ძალებით. ხშირ შემთხვევაში არ საჭიროებს კბილის ამოღებას და არის ძალიან კომფორტული, დროის თვალსაზრისით შედეგი დგება უფრო მალე, არ საჭიროებს ხშირ კორექციას და მნიშვნელოვნად გამარტივებულია ჰიგიენაც.

ბრეკეტ-სისტემის დაყენებამდე აუცილებელია კარიესის მკურნალობა და კბილების პროფესიონალური გაწმენდა. ქვებისა და ნადების მოშორება ორთოდონტს შესაძლებლობას მისცემს დააყენოს ბრეკეტი უფრო მყარად, კბილის სუფთა ზედაპირზე.

ბრეკეტების გაკეთების შემდეგ პირის ღრუს მოვლის ყოველდღიურ რუტინაში გარკვეული ცვლილებების შეტანაც მოგიწევთ:
  • კბილები აუცილებლად უნდა გაიხეხოთ ყოველი ჭამის შემდეგ, არანაკლებ 10 წუთისა. ერთბოჭკოიანი ჯაგრისი წმენდს ბრეკეტებს და მის მიმდებარე ზედაპირებს, კბილთა შორის სივრცეებს, კბილებს ღრძილის გასწვრივ;
  • ბრეკეტებით მკურნალობისას არ შეიძლება ჩაკბიჩოთ ან დაღეჭოთ მყარი საკვები;
  • რაც მთავარია, აუცილებლად უნდა მოერიდოთ საღეჭ რეზინს.

რაც შეეხება ბრეკეტებით მკურნალობის ფასს, იგი დამოკიდებულია როგორც მასალაზე, ასევე მისი დაყენების მეთოდზე. "ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში" იყენებენ უმაღლესი ხარისხის კერამიკულ თვითლიგირებად ლინგვალურ თუ მეტალის ბრეკეტებს და მათი ფასი ხარისხთან შედარებით საკმაოდ ხელმისაწვდომია - კონკრეტული ფასის გასაგებად ჩაეწერე კონსულტაციაზე.

R

7685
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ჯონდო
1
და ფასის გაგების ფასი რა არის? ანუ ბრეკეტის ფასი რომ გაიგოს, კონსულტაცია უნდა გაიაროს ადამიანმა და 50-60 თუ მეტი ლარი გადაიხადოს მასში?აღარ გრცხვენიათ რა. არა, შეიძლება ვცდები და კონსულტაცია უფასოა...
10:15 / 23-09-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები