მუხიანში, დუმბაძის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს. ისინი, სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან.
როგორც ახალგაზრდების მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილები, დიდი ალბათობით, სტუდენტები იყვნენ და ისინი აღნიშნულ სახლში ქირით ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ახალგაზრდები, სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან.
"გუშინ, საღამოს, სამსახურიდან რომ მოვედი, ადგილზე სამართალდამცავები, სასწრაფოს ექიმები დამხვდნენ და მერე გავიგე მომხდარის შესახებ. ამ ბიჭებს არ ვიცნობდი, თვალით არ მინახავს არასდროს. აქ დაახლოებით, ერთი თვე იქნება, რაც ცხოვრობენ, რადგან იმ სახლში მანამდე სხვა ოჯახი ცხოვრობდა. როგორც ვიცი, წინა დღის გარდაცვლილები არიან. თუ არ ვცდები, ადგილზე ერთ-ერთის მამა იყო მოსული.
განაგრძეთ კითხვა