"მე და ჩემი შვილები გარეთაც ვერ გავდივართ... ხანდახან მგონია, რომ ეს საშინელი სიზმარია..." - შაკირას პირველი ინტერვიუ ქმრის ღალატის და დაშორების შემდეგ
"მე და ჩემი შვილები გარეთაც ვერ გავდივართ... ხანდახან მგონია, რომ ეს საშინელი სიზმარია..." - შაკირას პირველი ინტერვიუ ქმრის ღალატის და დაშორების შემდეგ
ცნობილი მომღერალი შაკირა ახლახან ამერიკული ჟურნალის Elle-ის გარეკანზე გამოჩნდა და ინტერვიუც მისცა ჟურნალს. მან პირველი კომენტარი გააკეთა მას მერე, რაც ცნობილ ფეხბურთელ ჟერარ პიკეს 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მრავალრიცხოვანი ღალატის გამო დაშორდა. 

შაკირამ თქვა, რომ ძალიან რთული ეტაპი აქვს ცხოვრებაში - იბრძვის შვილების მეურვეობისთვის და გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გადასახადებისთვის თავის არიდებაშიც დასდეს ბრალი. ამბობს, რომ ეს ყველაზე ბნელი ეტაპია მის ცხოვრებაში და ერთადერთი, ისევ მუსიკა ეხმარება - "მუსიკის წერა იგივეა, ფსიქიატრთან იარო, უბრალოდ ეს უფრო იაფია".

"ძალიან რთულია ამაზე
საუბარი... პირველად ვსაუბრობ, დიდხანს ვდუმდი
და ვაანალიზებდი. ყველაზე მეტად იმიტომ არის ჩემთვის რთული ამაზე საუბარი, რომ საჯარო ადამიანი ვარ და ჩემი გაყრა არ ჰგავს ჩვეულებრივ გაყრას, ჩვენ ყველა გვაკვირდება. არა მხოლოდ მე მიჭირს, ჩემს შვილებსაც. პაპარაცები გამუდმებით დარაჯობენ ჩემს სახლს და ვერსად ვიმალებით მე და ბავშვები, სახლის გარდა. არ შეგვიძლია სკვერში სეირნობა, როგორც ჩვეულებრივ ოჯახს, ან ქუჩაში ნაყინის ჭამა, რაიმეს კეთება პაპარაცების დევნის გარეშე... ეს რთულია.

ვცდილობდი ამ სიტუაციაზე ნაკლები მელაპარაკა ბავშვებთან. ვცდილობ დავიცვა ისინი, რადგან ეს ჩემი ნომერ პირველი მისიაა ცხოვრებაში. მაგრამ რაღაცას მაინც იგებენ სკოლაში მეგობრებისგან ან სოციალურ ქსელში წააწყდებიან სიახლეებს და ძალიან განიცდიან.

მაქსიმალურად ვცდილობ, მათგან დავმალო მძიმე მომენტები, ჩემთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. ეს უარესად გაანაწყენებს ორ ბავშვს, რომლებიც მშობლების დაშორებას განიცდიან. ხანდახან მგონია, რომ ეს საშინელი სიზმარია და რაღაც მომენტში გავიღვიძებ... მაგრამ ეს რეალურია, როგორც ყველა იმედგაცრუება, რასაც განვიცდი... იმ წმინდა და განსაკუთრებული განცდების და ურთიერთობის ფონზე, რომელიც მეგონა, რომ მქონდა ჩემი შვილების მამასთან და რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ იქცა რაღაც ვულგარულად და გაუფასურებულად...
mshoblebi
ეს ალბათ ყველაზე ბნელი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ხშირად ვფიქრობ ქალებზე მთელ მსოფლიოში, რომლებიც განიცდიან სირთულეებს, ისეთივე ცუდ სიტუაციას, როგორიც მე მაქვს, და კიდევ უარესს. ასეთი ქალებისთვის, როგორიც მე ვარ, რომლებსაც სწამთ ოჯახური ფასეულობების, რომლებიც ოცნებობდნენ, შეექმნათ ოჯახი და მთელი ცხოვრება გაეტარებინათ საყვარელ ადამიანთან, იმის ყურება, როგორ იმსხვრევა ეს ოცნება, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რამაა... მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ, ქალები, ძლიერები ვართ, მედგრები. და ეს ჩვენში თანდაყოლილია.
mshoblebi
ვცდილობ მაგრად ვიდგე და ყველაფერს გავუმკლავდე, რადგან ჩემი შვილებისთვის მაგალითი უნდა ვიყო. უნდა ვიყო ისეთი, როგორიც მათ სურთ. და ასევე მინდა ვიყო ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც გამოხატა ჩემი სიყვარული და მხარდაჭერა. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ძალაა ამ მომენტში..."

ამ ეტაპზე შაკირა მეურვეობის საკითხზე მუშაობს. არ საუბრობს პიკეს ახალ-ახალ რომანებზე, რომლებიც პრესაში ჩნდება. ის კი თქვა, რომ თავის დროზე, როცა მასზე 10 წლით უმცროს ფეხბურთელს გაჰყვა ცოლად და ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილად მიიჩნეოდნენ, ბევრ მსხვერპლზე და დათმობაზე მიდიოდა, რომ რჩეულის სპორტული კარიერისთვის შეეწყო ხელი. 
"ერთ-ერთ ჩვენგანს უნდა გაეღო მსხვერპლი. ან ის გააუქმებდა კონტრაქტს "ბარსელონასთან" და გადმოვიდოდა ჩემთან აშშ-ში, სადაც აეწყო ჩემი კარიერა, ან მე მომიწევდა ამის გაკეთება. ეს მსხვერპლი მე გავიღე. ჩემი კარიერა მეორე ადგილზე გადავიტანე და ესპანეთში გადავსახლდი, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი, რათა მას ფეხბურთი ეთამაშა და ტიტულები მოეგო. ეს იყო მსხვერპლი სიყვარულისთვის".
mshoblebi
8570
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები