როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან
როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც დაიკლებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:

"მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში წვიმა, ქარის გაძლიერება და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. 25 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, თუმცა ტემპერატურა შედარებით დაბალი, 18-23 გრადუსის ფარგლებში იქნება. 27 სექტემბრიდან კი თვის ბოლომდე უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. 25 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში უახლოეს
დღეებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით,
გაძლიერდება ქარი, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, ტემპერატურა 25-27 გრადუსის ფარგლებში იქნება, კვირა დღეს კი 23 გრადუსამდე დაეცემა." - გვითხრა სველტანა ნიორაძემ.

თამარ იაკობაშვილი

1809
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები