"მწერენ, 4 გოგო რატომ გააჩინე, ბიჭი გინდოდაო? ერთხელ სკოლიდან მოვიდა ჩემი შვილი და მეკითხება, მართლა იმიტომ გაგვაჩინე ამდენი, რომ ბიჭი გყოლოდაო?" - მშობლები

"მწერენ, 4 გოგო რატომ გააჩინე, ბიჭი გინდოდაო? ერთხელ სკოლიდან მოვიდა ჩემი შვილი და მეკითხება, მართლა იმიტომ გაგვაჩინე ამდენი, რომ ბიჭი გყოლოდაო?"

2022-09-23 07:12:22+04:00

თით­ქმის ერთი წე­ლია რაც მსა­ხი­ო­ბი თაკო ტა­ბა­ტა­ძე ინ­ტერ­ნეტ­ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლია. ყვე­ლა­ფე­რი კი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ხმა­მაღ­ლა თქვა, რომ მე­უღ­ლეს და­შორ­და. ამ დღის შემ­დეგ ოთხი შვი­ლის დე­დის მი­მართ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ზღვა წა­მო­ვი­და. ქალს პო­პუ­ლა­რულ ქმარ­თან და­შო­რე­ბა არ აპა­ტი­ეს.

"შენი სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბა რომ მქონ­დეს, ბე­ბი­ის­ტო­ლა ქალი ვარ და ალ­ბათ, მოგ­კლავ­დი", „დროა ბა­წარ­ში უყ­რი­დე თავს“ - ეს კო­მენ­ტა­რე­ბი მსა­ხი­ო­ბის­თვის ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა. netgazet-თან სა­უ­ბარ­ში მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ მის ოჯახ­ში ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია იმ ხალ­ხის გარ­და, რომ­ლე­ბიც და­შო­რე­ბის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ.

თაკო ტა­ბა­ტა­ძე:


- 3 წლის წინ განვქორ­წინ­დით მე და ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე. არ გვინ­დო­და ამ თე­მის გახ­მა­უ­რე­ბა ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ვი­ცო­დით, ამას რა მოჰ­ყვე­ბო­და, ამი­ტომ ვე­ცა­დეთ ჩუ­მად, მშვი­დად მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რო­გორც მახ­სოვს, თე­ბერ­ვალ­ში, გავ­რცელ­და ჩემს შე­სა­ხებ ნი­უ­სი რა­ღაც უწყი­ნარ ფო­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მე­გობ­რის წრე­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი და შემ­დგომ ერთ-ერთი ჩემი მე­გობ­რის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ნი­უ­სის სა­თა­უ­რი ასე­თი იყო – „ამა და ამ ადა­მი­ა­ნის ცოლს ახა­ლი რჩე­უ­ლი ჰყავს“. ამას მოჰ­ყვა ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია.
რა­ტომ­ღაც მოხ­და ისე, რომ თუკი ვინ­მეს რა­ი­მე ფან­ტა­ზია ჰქონ­და – ყვე­ლა­ნა­ი­რი ბრალ­დე­ბა მო­მე­წე­რა მე. აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­თი­თხნი­ლი და მოკ­ლე­ბუ­ლი რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ჩემი ბრა­ლი, რომ ჩემს შვი­ლებს მო­მა­ვა­ლი და­ვუნ­გრიე, რომ ყვე­ლა უბე­დუ­რია ჩემს გამო. მა­შინ, რო­დე­საც რე­ა­ლო­ბა სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როა – ყვე­ლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი საქ­მე, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებთ. მეც ჩემი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან დიდ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ძა­ლას მა­ნი­ჭებს, მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­გობ­რო წრე, რო­მელ­თა­ნაც თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია. ჩემი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, მათ შო­რის იმი­თაც, რომ დედა, რო­გორც იქნა – გახ­და მსა­ხი­ო­ბი და აის­რუ­ლა თა­ვი­სი ოც­ნე­ბა. მა­მას­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ და სა­ერ­თოდ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას ის ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მელ­საც ასა­ხა­ვენ.
„ჩემ შემთხვევაში, განსაკუთრებით მტკივნეული იყო კომენტარები, სადაც მიწერდნენ, რომ თავს უნდა ვიკლავდე, თავი უნდა დავიწვა და სხვა. ასევე, მოუწოდებენ ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალადობისკენ. წერენ – „როგორ არ მოკალი?!“ , „როგორ გაუშვი საერთოდ ქუჩაში?!“ და ა.შ.

კიდევ ერთი რამ, რაც, ვფიქრობ, პრობლემურია ამ ადამიანების კომენტარებში და ქცევაში, არის შვილების ფენომენი. ხშირად წააწყდებით კომენტარებს – 4 შვილს რას აჩენდა… ყველაზე ცუდი იყო ამის წაკითხვა. უკან რომ მიმაბრუნო, იგივე გზას გავივლიდი, იმიტომ, რომ მინდა ჩემი 4 შვილი მყავდეს. და ეს 4 საოცარი ადამიანი არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერება.

ბავშვებზე საუბრისას ხშირად გენდერულ დისკრიმინაციასაც აქვს ადგილი. მიწერენ, 4 გოგო რატომ გააჩინე, ბიჭი გინდოდაო? ერთხელ სკოლიდან მოვიდა ჩემი შვილი და მეკითხება ასეთ რამეს – მართლა იმიტომ გაგვაჩინე შენ ამდენი, რომ ბიჭი გინდოდა გყოლოდა? ძალიან გულდაწყვეტით მითხრა. ეს იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი, იმიტომ, რომ უკვე ბავშვებზეც გავრცელდა ეს ბულინგი, მათაც იგრძნეს ეს“.
იხილეთ სრულად