დღეს ქუთაისთან ახლოს, სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, მამა ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი, ლაშა ემსხვერპლნენ. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. მსუბუქ ავტომობილში ოთხი პირი იყო, მათგან ორი დაშავდა, ორი გარდაიცვალა.