90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში სინათლის მოსვლას ხალხი საყოველთაო ჟრიამულით ხვდებოდა, ერთადერთი გასართობი სერიალები იყო. ლამაზი ქალებით, განსხვავებული ცხოვრების წესით, მდიდრული სახლებით გაჯერებულმა სერიალებმა ეკრანს მთელი საქართველო მიაჯაჭვა. ერთ-ერთი საყვარელი სერიალი, რომელიც 2000-იანების თაობას კარგად ახსოვს, ბრაზილიური „კლონია...“
ქარიზმატული და ძლიერი მუსლიმი გოგონა, სახელად ჰადე ბედის წინააღმდეგ წავა და ბრაზილიელი ლუკასი შეუყვარდება. სერიალის მთავარი გმირები ჯოვანა ანტონელი და მურილიო ბენისიო მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა. გულშემატკივრობდნენ რეალურ ცხოვრებაშიც. ყველას ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგეს, რომ ისინი რეალურადაც დაქორწინდნენ, თუმცა მათი ცხოვრებისეული გზა საინტერესოდ განვითარდა. ამაზე მოგვიანებით, მანამდე კი, ჯოვანა ანტონელის შესახებ მოგიყვებით...
ის დღეს ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი, ფოტომოდელი, წარმატებული ბიზნესმენი, ტელეწამყვანი და პროდიუსერია. ახალგაზრდა ჯოვანი სცენაზე 11 წლის ასაკში ავიდა. მისი კინოდებიუტი კი 16 წლის ასაკში შედგა. პირველი დიდი წარმატება სერიალ „ტროპიკანკას“ მოჰყვა, შემდეგ იყო სერიალი „ოჯახური კავშირები“. კარიერის მანძილზე ჯოვანიმ როლებისთვის უამრავი ჯილდო მიიღო. ითამაშა ბევრ ფილმსა და სერიალში, მაგრამ მაყურებლების დიდ ნაწილს ჰადეს როლით უყვართ.
ჰადე რაშიდის როლმა, სერიალში "კლონი" ის მსოფლიო ვარსკვლავად აქცია. სერიალი აჩვენეს მსოფლიოს 90 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. სერიალში მუსლიმების ცხოვრების წესი დეტალურად არის ნაჩვენები.
ჯოვანა ანტონელი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქმარი ბიზნესმენი რიკარდო მედინა გახლდათ, რომელსაც სკოლიდან იცნობდა. მათ ერთად მხოლოდ ოთხი წელი გაატარეს და 2001 წელს დაშორდნენ. სერიალი "კლონის" გადაღებების დროს მთავარი გმირი მურილიო ბენისიო შეუყვარდა. ხანგრძლივი გადაღების შემდეგ ისინი ვეღარ დაშორდნენ ერთმანეთს და ქორწინების შესახებ გამოაცხადეს. ამ ფაქტმა ძალიან გაახარა მათი გულშემატკივარი.
განაგრძეთ კითხვა