დიახ, 30 წელზე მეტი ხნის წინ გაჩნდა პირველად მსოფლიოში 6 ტყუპისცალი. ლივერპულელი ჯანეტი და გრემ უოლტონი დიდხანს ელოდნენ შვილს. ქალი რეპროდუქტიულ პრეპარატებს იღებდა და საბოლოოდ 6 ტყუპზე დაორსულდა.
როცა წყვილმა ეს პირველად შეიტყო, გაოგნებას ვერ მალავდნენ. მომავალ დედას პირველივე დღეებიდან გულდასმით აკვირდებოდნენ ექიმები და ორსულობის 31-ე კვირაზე გაჩნდნენ ჯანმრთელი პატარები. მხოლოდ ორი მათგანი იყო მცირე ხანს ინკუბატორში, რომ დამოუკიდებლად სუნთქვა კარგად ესწავლათ. მერე კი მშობლებმა ექვსივესთან ერთად თავიანთ სახლში დაიწყეს თანაცხოვრება.
რასაკვირველია, იოლი არ იყო ერთდროულად ამდენი ბავშვის გამოკვება, დაძინება, საფენის გამოცვლა და დამშვიდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ხარჯებზე. როგორც მერე იხსენებდნენ მშობლები, აღარც ახსოვთ, როგორ გაიარა პირველმა წელმა, მერე კი ნელ-ნელა სიმშვიდემ დაისადგურა და გოგონები - ჰანა, რუთი, ლუსი, კეიტი, ჯენი და სარა ბედნიერად იზრდებოდნენ.
ახლა გოგონები უკვე 39 წლისანი არიან. საკმაოდ წარმატებულები და თავსაც ბედნიერად გრძნობენ. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მათგანი გახდა დედა და მშობლებს პირველი შვილიშვილი აჩუქა. ყველა მათგანი უკვე გათხოვილია.
ოჯახი ხშირად იკრიბება ერთად, განსაკუთრებით - გოგონების დაბადების დღეებზე და ძალიან მყარი ურთიერთობები აქვთ.