გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მატილდა გვარლიანი თავის თაობაში ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია. კარიერის განმავლობაში მას უკვე უთანამშრომლია ინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან.
მატილდა 2000 წლის 16 მაისს დაიბადა, 187 სმ სიმაღლის, განსხვავებული შარმის მქონე მოდელი აქტიურად გამოდის სხვადასხვა კოლექციების ჩვენებებზე.
რამდენიმე წლის წინ, "იმედთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ მოდელობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. მატილდა საკუთარ თავს არაპროგნოზირებადს უწოდებს და ამბობს, რომ ცვალებადი ხასიათი აქვს.
"შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძო, ძალიან კარგ ხასიათზე ვიყო და მეორე საათში სხვანაირად. ძირითადად უპირატესობას ვანიჭებ ვინტაჟურ ლუქებს, იმიტომ რომ უფრო საინტერესოა ტანსაცმელი, რომელიც ახლა არ იკერება და მოდაში აღარ არის', - ამბობდა მოდელი.
ნიუ იორკის მოდის კვირეული - მატილდა გვარლიანი Fendi-ს ნამუშევარს წარადგენს მისივე თქმით, სრული სახელი და გვარი მატილდა მარიამ გვარლიანია. მოდელი ყვება, რომ ბებიას სურდა მისთვის მარიამი დაერქმიათ, დეიდამ კი გოგონას სახელად მატილდა შეურჩია, საბოლოოდ ორივე სახელი დაარქვეს.
განაგრძეთ კითხვა
"სილამაზის ზეიმი" - ულამაზესი ქართველი და-ძმის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა