სამი უიღბლო ქორწინება, რთული თინეიჯერობა და საკუთარი ნებით გაკეთებული ოპერაციები - ანჯელინა ჯოლის ცხოვრების გზა
როგორ იქცა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი საკუთარი თავის ჩრდილად? - სვამენ შეკითხვას ტაბლოიდები და კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებენ, რომელზეც სასტიკად გამხდარი ანჯელინა ჯოლია ასახული. მისი ხელი ფაქტობრივად ძვალია მხოლოდ და ეს ერთადერთი ფოტო არ არის, სადაც ანჯელინას საგანგაშო სიგამხდრეა ასახული.
ბოლო დროს, საკმაოდ მაღალი ტემპერატურის დროსაც, ენჯის გამუდმებით ლაბადები აცვია. როგორც დასავლურ პრესაში ვარაუდობენ, ის ან სიგამხდრეს მალავს, ან უბრალოდ საკუთარი სხეული ვეღარ ათბობს და გამუდმებით სცივა. ხშირად ფოტოებზე შვილებს მოკლესახელოებიანი მაისურები აცვიათ, თავად კი პალტოებშია გახვეული.
მისი ბიოგრაფები ამბობენ, რომ ანჯელინას ანორექსიული პრობლემები ბავშვობიდან დაეწყო. მისი მშობლების განქორწინება მისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, შემდეგ გამოჩნდა მის ცხოვრებაში უცნაური ურთიერთობები, სიგარეტი, ალკოჰოლი, 14-15 წლიდან დაწყებული სქესობრივი კავშირები.
მისი ძველი მეგობრები ყვებიან, რომ მოზარდობის პერიოდშიც ძალიან ცოტას ჭამდა და ხშირად იმ ცოტასაც სხვებს უნაწილებდა: "მთელი დღე ქუჩაში ვიყავით და რაღაც საჭმელიც თუ ჩაგვივარდებოდა ხელში, ის მირბოდა და უსახლკაროებს აძლევდა".
მოგვიანებით, უკვე კინოში რომ მოხვდა, ეცადა, ნორმალური წონა შეენარჩუნებინა და სასურველი როლების გამო კიდეც იკვებებოდა და კიდეც ვარჯიშობდა. მისი ცხოვრების ამ პერიოდში მართლაც ყველაზე ლამაზი და სექსუალური იყო.
ორმა განქორწინებამ - ჯონი ლი მილერთან და ბილი ბობ ტორნტონთან, ასევე არ იქონია დიდი გავლენა მის სხეულზე, თუმცა მერე მის ცხოვრებაში გამოჩნდა ბრედ პიტი, გაჩნდნენ ბავშვები, გახდა კეთილი ნების ელჩი და გაიკეთა რთული ოპერაციები სიმსივნის პრევენციისთვის... მერე გარდაიცვალა დედამისი, 2007 წელს, რამდენიმე წელში გაშორდა ბრედ პიტს... ეს ყველაფერი კი ძალიან მალე აისახა არა მხოლოდ მის სულიერ მდგომარეობაზე, არამედ მის გარეგნობაზეც და ენჯიმ ნელ-ნელა ისევ დაკარგა წონა, ბოლო დროს კი ბევრი შიშობს, რომ მას ანორექსია აქვს. ენჯი თვალსა და ხელშუა დნება და გარშემო მყოფები ძალიან ღელავენ მისი მდგომარეობის გამო.
რით იკვებება მსახიობი? ახლობლები ამბობენ, რომ ძალიან ცოტას მიირთმევს. "ხილი და პროტეინები, და ძალიან ბევრი ყავა" - ასე აღწერენ მის მენიუს.
"ზოგჯერ ფიქრობ, რომ ქალი აღარ ხარ" - როგორ შეცვალა ანჯელინას ინტიმური ცხოვრება ქალურმა ოპერაციებმა