გელა დაიაური დაოჯახდა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია. წყვილმა ჯვარი დღეს დაიწერა. ფოტოებს ეკა მაჩხაშვილი, ასევე მათი მეგობრები ავრცელებენ.
"ჩვენი ბედნიერი დღე" - წერს მაჩხაშვილი ფოტოების კომენტირებისას.
ერთი წლის წინ პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ გადატანილი ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ, მარტოობით დაიღალა...
"ის სრულყოფილი ბედნიერება ალბათ აღარასდროს იქნება... თუმცა ცხოვრება გრძელდება. დღესაც არ ვიცი, ამ ამბავს როგორ შეხვდებიან. ადრეც ვამბობდი, რომ თუ შემხვდებოდა ადამიანი, უკან არ დავიხევდი. შემხვდა ალბათ ადამიანი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს რომ დაუდგები გვერდით, ესე იგი ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ. არ მინდა, რომ მარტომ ვიცხოვრო... დავიღალე", - ამბობდა გელა დაიაური.
ეკა მანჩხაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ წყვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს.
იხილეთ ფოტოები