დასაქმების ან უკეთესი სამსახურის პოვნის მსურველებს 5 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში, დასაქმების ფორუმზე ელოდებიან.
ფორუმის მიზანია ახალგაზრდებისთვის, სამუშაოს მაძიებლებისა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარი პირების დასაქმების ხელშეწყობა.
დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გაეცნონ 1000-ზე მეტ ვაკანსიას და გაესაუბრონ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც მყისიერი დასაქმების გარანტიაა.
50 მდე კომპანიის წარმომადგენელი პირადად გაგაცნობთ ვაკანსიებს და მათთან დაკავშირებულ ყველა დეტალს.
სამუშაოს მაძიებელს საშუალება ექნება ერთი და იგივე პოზიცია სხვადასხვა სასტუმროს ან რესტორნის შემოთავაზებებს შორის აარჩიოს. დასაქმების მსურველებს შეუძლიათ თან იქონიონ რეზიუმეები და დაუტოვონ სასურველი კომპანიის წარმომმადგენელს. იქვე შეგეძლებათ მომავალ დამსაქმებელთან გასაუბრებაც.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობას იღებენ საშუალო და მსხვილი კომპანიები; - მაკ დონალდი, ემ გრუპი, ანტრე, ლეგატო, ვენდისი, ლუკა პოლარე, საბვეი, მასპინძელი, KFC, HB, ქართული სახლი, აჭარა ჯგუფი, რედისონი, ჰოლიდეინნ, შერატონი, მერიოტი, ჰილტონი, პულმანი და სხვა.
ღონისძიება დასაქმების ხელშეყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდება 5 ოქტომბერს, თბილისში, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში 12: სააათზე.