ამ ადამიანებს ხშირად "ქალთა გულთამპყრობლებად" მოიხსენიებდნენ და მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდათ. თუმცა, დროსთან ერთად, ისინი შეიცვალნენ და დღეს სრულიად განსხვავებულად ცხოვრობენ.
ალენ დელონი
თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ალენ დელონი ფრანგული კინოს სუპერვარსკვლავის და სექს-სიმბოლოს სტატუსს ინარჩუნებდა. 2017 წელს, კარიერის დასრულების შემდეგ, დელონმა იზოლირებული ცხოვრების წესი ამჯობინა. მსახიობი თავის ახლანდელ მარტოობას თავისუფლებას უწოდებს. 2019 წელს ინსულტის გადატანის შემდეგ დელონი არსად ჩნდება და პრესას გაურბის.
ამბობენ, რომ ინსულტი მძიმე დეპრესიამ გამოიწვია, რომელსაც მსახიობი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ განიცდიდა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ალენ დელონმა განაცხადა, რომ "ეს ეპოქა" სძულს, რადგანაც ადამიანებს ერთმანეთი გულწრფელად აღარ უყვართ და მთავარი ღირებულება ფულია.
ალენ დელონს ასევე ძალიან უყვარს ძაღლები და მათთან ერთად დიდ დროს ატარებს. დღეს ის უსახლკარო ცხოველების ხუთ თავშესაფარს ინახავს. მსახიობის საყვარელი ბელგიური ნაგაზი კი მის სახლში ცხოვრობს. ალენი ამბობს, რომ ამ სამყაროდან ლუბოსთან ერთად წასვლა სურს. ხოლო, თუ ღმერთი მის ადრე წაყვანას გადაწყვეტს, ვეტერინარს სთხოვს, რომ ძაღლს ინექცია გაუკეთოს. დაე, ძაღლი მის მკლავებში მოკვდეს, ვიდრე პატრონის საფლავზე ტანჯვით გარდაიცვალოს.
მსახიობის ორმოცდახუთი შინაური ცხოველი, რომლებზეც სხვადასხვა დროს ზრუნავდა, მის მამულშია დაკრძალული. გარდა ამისა, იქვე მან სამლოცველო ააგო და ანდერძით დაიბარა, რომ როდესაც გარდაიცვლება, იქ დაკრძალონ.
მიკი რურკი
მიკი რურკი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც საკუთარი თავი გაინადგურეს. საოცარი ქარიზმისა და ნიჭის მქონე, საზოგადოების ფავორიტმა თავისი ბრწყინვალე კარიერა სკანდალების, ახირებების, დამოკიდებულებების უფსკრულში გადაჩეხა.
ოთხმოცდაათიან წლებში კრივში დაბრუნებულმა მსახიობმა საკუთარ განაჩენს თავად მოაწერა ხელი. მან სახის არეში ძლიერი ტრავმა მიიღო, ცხვირი კი ხუთჯერ გაუტეხეს, რომელიც არაერთი ოპერაციის მიუხედავად, ვეღარ გამოსწორდა. ამის შემდეგ მიკი ეკრანებიდან გაქრა და იშვიათად ჩნდებოდა. ბოლო პერიოდში ალკოჰოლსა და არალეგალურ ნივთიერებებზე დამოკიდებული გახდა, რურკის საყვარელი არსებები ამჟამად ჩიხუახუა და შპიცი არიან, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს.
ზოგჯერ კი სოციალურ ღონისძიებებზე ჩნდება და საზოგადოებას შოკში აგდებს, იმდენად უცნაურ სამოსს ირჩევს.
წაიკითხეთ ვრცლად