რაში სჭირდება "მედიცინას" პლაცენტა და ბავშვის ჭიპლარი?
რაში სჭირდება "მედიცინას" პლაცენტა და ბავშვის ჭიპლარი?
ეს წერილი რუსმა ექიმმა გამოაქვეყნა, რომელიც ადრე სამშობიაროში მუშაობდა. მასში ეჭვქვეშ არის დაყენებული ის, რაც ათეული წლების განმავლობაში ჩვეულ ამბად იქცა - ბავშვს დაბადებისთანავე აჭრიან ჭიპლარს. მისი აზრით, ამას სულ სხვა მიზნები აქვს და სულაც არ ხდება ბავშვის სასიკეთოდ. ჩვენ წერილს უცვლელად გთავაზობთ, ისე, როგორც ერთ-ერთი ექიმის საინტერესო მოსაზრებას. ვეცადეთ, ქართველი ექიმებისგან მოგვეპოვებინა კომენტარი ამ თემაზე, თუმცა ვისაც ვთხოვეთ, ყველამ უარი განგვიცხადა. ალბათ, უკვე სტატიის სახით გამოქვეყნებულს გამოეხმაურებიან და საკუთარ არგუმენტებს შემოგვთავაზებენ - მართლაც, რატომ ჭრიან მაშინვე ჭიპლარს?

„როგორც ყოფილმა
მედპერსონალმა, მინდა რაღაცა გაგანდოთ.
არსებობს
არაოფიციალური წესი სამშობიარო სახლებში - ჭიპლარის გადაჭრა მაშინვე. სინამდვილეში, ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება! საქმე ისაა, რომ ახალშობილი დაბადების მომენტში ორმაგ სუნთქვაზე იმყოფება. თავიდან ის ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს ჭიპლარიდან იღებს. მისი ფილტვები ჯერ ბოლომდე გააქტიურებული არ არის და პატარა თანდათან ახდენს შესუნთქვას ცხვირით, რათა გაააქტიუროს ფილტვები. „ექიმები“ კი ჭრიან ჭიპლარს დაბადებისთანავე, ჟანგბადი ჭიპლარიდან აღარ მიეწოდება და ახალშობილს აქვს მოხრჩობის შეგრძნება. იგი იძულებულია გააკეთოს ღრმა შესუნთქვა, რათა სწრაფად გაააქტიუროს ფილტვები... ეს მტკივნეულია! გარდა ამისა სისხლი, რომელიც იმყოფება პლაცენტაში - ჭიპლარით უნდა გადავიდეს ახალშობილში.
თუ ჭიპლარს გადავჭრით მაშინვე, ახალშობილი ვეღარ მიიღებს მისთვის აუცილებელ სისხლს! პლაცენტარული სისხლი კი შეიცავს ბუნებრივ დამცავ იმუნიტეტს. ე. ი. თუ ჭიპლარს მაშინვე მოვჭრით, ბავშვს შეგნებულად ვართმევთ ბუნებრივ იმუნიტეტს!
რ ა ტ ო მ ?
რაში სჭირდება “მედიცინას“ ჩვენი შვილების საღი პლაცენტა და ჭიპლარი? თუკი ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება ბავშვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მშობელს შესთავაზებენ აცრებს, ტაბლეტებს, მიქსტურებს, ოპერაციას. რაც უფრო მეტი ავადმყოფი ბავშვი და უფროსი იქნება - მით მეტი პაციენტი ეყოლება „მედიცინას“. ეს უბრალოდ ბიზნესია...
ჭიპლარის გადაჭრა არ შეიძლება დაბადებიდან ერთ საათზე ადრე. მაგრამ სამედიცინო ბიზნესს ძალიან უნდა, რომ ჭიპლარი და პლაცენტა რაც შეიძლება საღი იყოს, რათა მათგან დაამზადონ ძვირად ღირებული სამედიცინო და კოსმეტიკური პრეპარატები. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა სამედიცინო ბიზნესს, რომ ქალმა სახლში იმშობიაროს. ასეთ შემთხვევაში ჭიპლარი და პლაცენტა ხომ სახლში დარჩება და სამედიცინო ბიზნესი ჩავარდება“.
კირილ რეპიევი
მოამზადა სალომე გორგოშიძემ


34346
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (30)
ლიკა
0
საკმაოდ ბევრი მეანი არ ჭრის ჭიპლარს პროტოკოლის მიხედვით, ანუ 1 წუთში. არამედ ელოდება, როცა შეწყდება ჭიპლარში სისხლის პულსაცია. ამ დროს ბავშვი იღებს ჟანგბადს, ბუნებრივ კ ვიტამინს, და კუთვნილ 214 გრ სისხლს, რაც მას ეხმარება გონებრივ განვითარებაში, ანემიის თავიდან აცილებაში, იღებს ღეროვან უჯრედებს და ზოგადად ძლიერ იმუნიტეტს უყალიბებს. 50-იანი წლებამდე ჭიპლარს აცლიდნენ რომ პულსირება შეეწყვიტა, მეტიც 20 წუთი აჩერებდნენ, შემდეგ ღეროვანი უჯრედი აღმოაჩინეს და ეს ბიოლოგიური მასალა იყიდება. მზადდება კრემები, შამპუნები და აშ.
17:25 / 18-07-2020
დედაა რა ბნელააა
2
აკლია ვიღაცაა. ნაგვის ურნიდან იღებენ შემდეგ იმ ჭიპლარს და სამედიცინო მიზნებისთვის იყენებენ??? რა სისუელელეა
09:15 / 28-05-2016
მსგავსი სიახლეები