ისინი ცნობილი თურქული სერიალის, "მართლმსაჯულების" ვარსკვლავები არიან. ორივე თურქული კინოს ამომავალი ვარსკვლავია, ორივე საკმაოდ სიმპათიური, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როდესაც მათ გამოჩენას მაყურებელი ოვაციებით შეხვდა და ბევრი ელოდა სასიყვარულო ურთიერთობების გაგრძელებასაც. ამბობენ, რომ ნაპერწკალი იყო კიდეც, თუმცა ეკრანს მიღმა მეგობრებად დარჩნენ, რადგან ორივეს გული უკვე დაკავებულია და თანაც, მამაკაცისა - ოფიციალურადაც.
პინარ დენიზი 1993 წლის 4 ნოემბერს დაიბადა თურქეთის ქალაქ ადანაში. მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა - მის გარდა, მისი მშობლები კიდევ ოთხ შვილს ზრდიდნენ. საკმაოდ კარგად სწავლობდა და სტამბოლის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის ფაკულტეტიც დაამთავრა.
ბავშვობიდან არ უოცნებია მსახიობობაზე, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მოისურვა და სამსახიობო ოსტატობაც ისწავლა.
ლამაზი გოგონა რეჟისორებმაც მალე შენიშნეს და 2014 წლიდან თამაშობს სერიალებში.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, გარკვეული პერიოდი მსახიობ ქაან ტურგუტს ხვდებოდა, 2021 წლიდან კი ასევე მსახიობ იიგიტ კირაზჯისთან ერთად არის და ამბობენ, რომ საკმაოდ მყარი წყვილია. გულშემატკივრები მათ დაქორწინებასაც ელოდებიან.
მოდელი და მსახიობი ქაან ურგანჯიოღლუ 1981 წლის 15 მაისს დაიბადა თურქეთის ქალაქ იზმირში.
მამამისი თურქია, დედას კი არაბული და ალბანური წარმომავლობა აქვს. ქაანს ერთი ძმა ჰყავს, ჯანი, რომელიც ასევე ოცნებობს მსახიობობაზე და ქაანი ყველანაირად ცდილობს, ძმას ხელი შეუწყოს.
კოლეჯში თურქეთში დაიწყო სწავლა, თუმცა მოგვიანებით მისი ოჯახი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლა იქ გააგრძელა. 2000 წელს კვლავ სტამბოლში დაბრუნდა და მარმარინის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მეორე კურსზე იყო, როცა დედის მეგობარმა, მსახიობმა დემეტ აქგაბმა მიაქცია ყურადღდება და მსახიობობა შესთავაზა. ასე აღმოჩნდა ქაანი კინოში და უნივერსიტეტიდანაც კი გარიცხეს ამის გამო, რადგან სწავლისთვის საერთოდ არ რჩებოდა დრო. მხოლოდ წლების შემდეგ აღიდგინა თავი როგორც სტუდენტმა და საბოლოოდ იურისტის დიპლომიც აიღო.
იურისტობა ჯერ არ უცდია, რადგან საკმაოდ წარმატებული მსახიობი და მოდელი გახდა, უამრავი გადაღება აქვს, ჯილდოებიც მოაგროვა ამასობაში და ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
ქაანს პირველი ნამდვილი სიყვარული სკოლაში ეწვია და თითქმის 7 წელს გასტანა ამ ურთიერთობამ. მერე კი იყო გახმაურებული რომანები ცნობილ ქალებთან - ოზგიუ ნამალთან, ბერაკ ტიუზიუნატაჩთან, მოდელიერ დერინ მერმერჯისთან, რომელთანაც დიდი სკანდალიც გადახდა თავს - ერთ-ერთ ღამის კლუბში, მთვრალი წაეჩხუბა ქალს და თმაში სწვდა... მოგვიანებით ქაანმა უარყო ბრალდებები და ამტკიცებდა, მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება გვქონდაო.
ამ სკანდალის შემდეგ წყვილი დაშორდა ერთმანეთს.
გავიდ დრო და 2014 წელს გაიცნო ქარანმა ფოტოგრაფი ზეინებ ოიმაკი. წყვილმა ერთმანეთს კარგად გაუგო და 2017 წელს იქორწინეს კიდეც.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ზეინებიც ოცნებობდა კინოში გადაღებაზე. ქაანი დაეხმარა ცოლს ოცნების ასრულებაში, გააცნო რეჟისორებს და ერთ-ერთ სერიალში როლიც მისცეს.