12 წლის მოზარდს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. არასრულწლოვანმა დედამ გოგონა გააჩინა. მშობიარე მოზარდი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ დღეს გადმოიყვანა. ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონამ ბავშვი მისივე მეგობრისგან, 15 წლის ბიჭისგან გააჩინა. ორივე მათგანი პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. გოგონას დედა, „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ის საქმეზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება.