მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად ძალიან რთულად გვეჩვენება,მაგრამ აუცილებლად უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს, რომ არავინ უნდა შეეხოს მათ სხეულს, ან აიძულოს გააკეთონ ის, რაც არ სურთ.
- ასწავლეთ, რომ მისი სხეული მისია და მისი ნებართვის გარეშე ვერავინ შეეხება.
- უთხარით ბავშვს მისი სხეულის თითოეული ნაწილის სახელი, მისი ასაკის შესაბამისი ენით.
- უთხარით, რომ შეუძლიათ უარი თქვან კოცნაზე ან მოფერებაზე, რომელიც მათ არ მოსწონთ, თუნდაც ეს იყოს ოჯახის წევრის მხრიდან.
- ასწავლეთ მას მტკიცედ და დაუყონებლივ თქვას უარი, როცა იგრძნობს, რომ უსიამოვნო ფიზიკური კონტაქტია, ან ვიღაც ცდილობს აიძულოს გააკეთოს ის, რაც არ სურს.
- განიხილეთ განსხვავება კარგსა და ცუდ საიდუმლოს შორის. აუხსენით, რომ ყველაფერი უნდა უთხრას მას, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა.
განაგრძეთკითხვა