გუშინ, თერჯოლაში ყოფილი ცოლის განსაკთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის, ლეონიდ ზვიადაძის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ყოფილი მეუღლის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.
"ჯავრობდა დღე და ღამე, რომ ცოლ-შვილი სახლში არ ჰყავდა, ვერ ისვენებდა. მან ვერ გათვალა ის, რაც უნდა გაეკეთებინა... მას მისი სიკვდილი არასოდეს უნდოდა, გაგიჟებით უყვარდა. სამსახურში, სახლში აკითხავდა. იღებდა ის გოგო ამას (ყოფილ ქმარს) სახლში, მაგრამ მშობლები უშლიდნენ. ეს ჰყავდათ საუკეთესო გოგო. ფიზიკურ შეურაცხყოფას არ აყენებდა, მაგრამ სიტყვიერად კი კამათობდნენ", - აცხადებს "მთავარ არხთან" ბრალდებულის დედა.
განაგრძეთ კითხვა