"მე მხოლოდ ჭურჭელი ვარ" - ინტერვიუ სუროგატ დედასთან, რომელიც სხვას უკვე მესამე ბავშვს უჩენს
"მე მხოლოდ ჭურჭელი ვარ" - ინტერვიუ სუროგატ დედასთან, რომელიც სხვას უკვე მესამე ბავშვს უჩენს
სუროგაცია საქართველოში ჯერჯერობით დასაშვებია. აქამდე სუროგატი დედები ძირითადად უცხოელი წყვილისთვის აჩენდნენ ბავშვებს. ბოლო ხანს ამ საკითხისადმი საზოგადოების ინტერესი გაიზარდა, რადგან რიგი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ამ სფეროში ბევრი უკანონობა ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, მალე შესაძლოა სუროგაცია გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცეს. ჩვენი რესპოდენტი 29 წლის ქალბატონია. რამდენიმე თვეში ის უცხოელ წყვილს პატარას გაუჩენს. წყვილი ამ დღეს მოუთმენლად ელოდება. პატარა საქართველოში დაიბადება და ბიოლოგიური მშობლები თავიანთ ქვეყანაში წაიყვანენ.
მანანა სუროგატი დედა გახლავთ. შეიძლება ითქვას,
სოროგატობა მის პროფესიად იქცა, ის ბავშვს უცხო ადამიანებისთვის უკვე მესამედ აჩენს. თავად ორი შვილის დედაა, ჰყავს მეუღლეც. ქმარი არ არის წინააღმდეგი, ცოლმა ამ გზით ფული იშოვოს.

- როდის და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- სუროგაციის შესახებ პირველად 2007 წელს შევიტყვე. ერთი ახლობელი მარტოხელა ქალი გამომიტყდა, რომ კანადელ წყვილს შვილი გაუჩინა. იცოდა ეკონომიურად როგორ მიჭირდა და მირჩია ამ საქმით დავინტერესებულიყავი. ორ შვილს ვზრდიდი, მეუღლეც უმუშევარი მყავდა და მართლა ძალიან მიჭირდა ეკონომიურად. სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ინფორმაცია ინტერნეტით გადავამოწმე და როცა დავრწმუნდი, ნაყოფთან არანაირი კავშირი არ მექნებოდა და მხოლოდ ჭურჭელი ვიქნებოდი, ეს ჩემს მეუღლესაც ვუთხარი, თან წავაკითხე ინფორმაცია. ჩემი ნაცნობი გოგონას დახმარებით აღმოვჩნდი ერთ-ერთ
ასეთ ორგანიზაციაში. იქ უფრო დეტალურად ამიხსნეს ყველაფერი და მივხვდი, რომ ეს პროცედურა ჩემს ორგანიზმში რაიმე უკუჩვენებას არ გამოიწვევდა. ამ გზით 2008 წელს გავაჩინე პირველი ბავშვი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი გახარებული იყვნენ ბავშვის მშობლები, მართლა კარგი საქმე გავაკეთე მათთვის და ჩემთვისაც, რადგან მომსახურების საზღაურსაც ვიღებ და სხვასაც ვეხმარები. თუ ქალს ქმარი ჰყავს, მისი თანხმობა აუცილებელია.

- ადვილად დაითანხმეთ მეუღლე?
- ჩემმა ქმარმა იცის, რომ გენეტიკურად ეს ჩემი შვილი არ არის. მანაც გაიარა კონსულტაცია და აუხსნეს, რომ ექიმს სრულიად სხვა ქალის ემბრიონი გადააქვს საშვილოსნოში, ბავშვის გამოზრდის მიზნით...

- როცა სხვის შვილს ატარებდი მუცლით, არ გიჭირთ?
- შეგუებული ვარ ამას. პირველი ცოლ-ქმარი კანადელები იყვნენ. ძალიან თბილები. მათთან ხშირი კონტაქტი არ მქონია, ერთმანეთს ბოლო თვეს შევხვდით. 15 წელი შვილი არ ჰყავდათ და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. მეორედ იტალიელებს გავუჩინე პატარა, ისიც ძალიან ბედნიერები წავიდნენ აქედან

გაგრძელება
5885
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
დავიბენი
0
არანაირად არ ვამართლებ მაგრამ ქალბატონებო, სავარაუდოდ ერთ ერთ თქვენთაგანს აბორტი გაგიკეთებიათ და მოგისვრიათ ჩვილი სანაგვეზე ჯერ კიდევ ჩანასახში, როგორ განვსაჯოთ ვიღაც რომელიც ბავშვს კი არ კლავს, სიცოცხლეს აძლევს. ისე ქრისტიანულად არ მგონია გამართლებული იყოს, მაგრამ ამ საშინელების ჩამდენთ ხმა მათზე მაინც არ ამოგვეღება.
05:05 / 21-12-2016
ია
1
სუროგაცია უნდა აკრძალოთ , მადლობას ვუხდი და არ ვიცი ჯერ არ მსმენია ესეთი ისტორია სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვი რომელსაც ბიოლოგიური დედა და სუროგატი დედა ტოვებს ტკივილებით დატანჯულ პატარა ბიჭს , რომელსაც 8 თვე დედა გვერდში ჭირდებოდა ტკივილების შესამსუბუქებლად კედლისკენ იყო გადატრიალებული და მატოობაში გაატარა ეს თვეები პატარა უსუსურმა გაუძლო . შემდეგ დაინახა ქალბატონმა ირინამ და ჩაიხუტა გულში ბავშვი გათბა და დედა დაინახა იმის ხელები რომ დავინახე ძვლები დამეწვა ,ეს 2 თვე დედასთან გაატარა და გამოემშვიდობა ამ წუთი სოფელს , აიყვანეთ პატარები და გაზარდეთ ამით ღმერთს ემსახურებით ღმერთის შვილებს , ყველანი იქეთ მიმავლები ვართ და გააკეთეთ სიკეთე და დავეხმაროთ პატარებს და არა ისე დავტოვოთ როგორც პატარა თედო (გიორგი)
11:14 / 20-12-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი