არსებობს პირდაპირი კავშირი ჰერბიციდ რაუნდალის გამოყენებასა და აუტიზმის შემთხვევებს შორის გენმოდიფიცირებული პროდუქტების აქტიური გამოყენების გამო 2025 წლიდან ყოველი მეორე ბავშვი სპექტრის აშლილობით დაიბადება – ეს განცხადება გააკეთა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერმა სტეფანი სენეფმა, რომელიც რა ხანია იბრძვის გენმოდიფიცირებული პროდუქტების წინააღმდეგ. ქალბატონი ამტკიცებს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ჰერბიციდ რაუნდალის გამოყენებას (უფრო კონკრეტულად კი მისი ინგრედიენტი გლიფოსატის, რომელსაც აქტიურად იყენებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებში) და აუტიზმის შემთხვევებს შორის. ჰერბიციდის გამოყენების დაწყებიდან, 1990 წლის შემდეგ დღემდე, აუტიზმის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა – 500-ზე 1 შემთხვევიდან, 68-ზე 1 შემთხვევამდე, 2013 წლის მონაცემებით.
ოპონენტები ბოლომდე არ ეთანხმებიან ამ დასკვნას და ამბობენ, რომ აუტიზმის მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი და ასეთი კატეგორიული განცხადებების გაკეთება შეუძლებელია. თუმცა იმ ფაქტზე ყველა თანხმდება, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები და მასში შემავალი ნივთიერებები ნამდვილად ტოქსიკურია და დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.