ნინისთვის უფრო კარგი დედა ვარ, ვიდრე ანასტასიასთვის ხათუნა ჟორდანია ''ორ ვარსკვლავში'' გიო ხუციშვილთან ერთად მონაწილეობს. კონკურსში პირველადაა, თავიდან არ მოსწონდა პროექტში ყოფნა, მაგრამ ახლა ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ყოველ კონცერტზე მათი წყვილი ღირსეულად წარდგეს მაყურებლის წინაშე.
- თავიდან ბევრჯერ ვინანე, ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობას რომ დავთანხმდი. მე და გიოს ძლიერი კონკურენტები გვყავს. ახლა აზარტში ვარ და კვირიდან კვირამდე ბევრს ვმეცადინეობ.
- ძლიერ კონკურენტებში ვის გულისხმობთ?
- ილო ბეროშვილს, მიკი ჯეჯელავას, პეჩოს, მანიკა ასათიანს. მე თეა დარჩიაც ძალიან მომწონდა და გული დამწყდა, რომ პროექტი დატოვა.
- თქვენს ნამღერს ოჯახის წევრები როგორ აფასებენ?
- ზურას შენიშვნები ყოველი ტურის შემდეგ აქვს და მეც სულ ვცდილობ, კვირიდან კვირამდე მივიღო და გავითვალისწინო. ზურას შენიშვნები ძირითადად უკავშირდება იმას, რომ არ ვმღერი მთელი ჩემი შესაძლებლობებით. ბოლო ტურზე კი მითხრა, რომ გიოსთან სცენაზე კონტაქტი საერთოდ არ მქონდა. პირველ ტურზე იყო ანასტასიაც, მაგრამ მერე ავუხსენი, რომ ყოველ კონცერტზე მისი ყოფნა აუცილებელი არაა. როდესაც ჩვენი გადაცემა ეთერშია, იმ დროს ანასტასიას უნდა ეძინოს და ზურა ვერ იტანს, როცა მისი რეჟიმი ირღვევა. ისე მოხდა, რომ ჩვენ ყოველთვის პირველ ოთხ მონაწილეს შორის ვართ ხოლმე. გვიყურებს და მერე იძინებს. ანასტასია არასდროს მაკრიტიკებს. როდესაც ვეკითხები, მოგეწონა ჩემი ნამღერი-მეთქი, მოკლედ მპასუხობს, კი, მომეწონაო.
- ახალ წელს თქვენი ოჯახი ყურადღების ცენტრში მოექცა. ზურა ''მარაოს'' დაგებულ მახეში რომ გაება, ბევრს გაუკვირდა.
- როგორც თვითონ ამბობს, გოგოსგან ასეთი ''მიწოლა'' საეჭვოდ მოეჩვენა. მის ცხოვრებაში ალბათ ბევრი ''მიწოლა'' ყოფილა, მაგრამ მსგავსი არ ჰქონია
- თუმცა ''პლეიბოის'' ვარსკვლავისგან ასეთი საქციელი, ალბათ, არ უნდა გაჰკვირვებოდა.
- არაადეკვატური ''მოძალება'' იყოო, ამბობს. ეს იყო ის გადაცემა, რომელში მონაწილეობასაც ყოველთვის ვინანებ. ეთერში რომ ვნახე სიუჟეტი, ვფიქრობდი, ასეთი რამ რატომ გავუკეთე ზურას-მეთქი. ჟურნალისტმა, რომელიც ამ გადაცემას აკეთებდა, უამრავჯერ დამირეკა. რადგან ვიცი, რომ ჟურნალისტებისთვის ეს შემოსავლის წყაროც არის, ყოველთვის ვცდილობ, დავთანხმდე ინტერვიუზე. ამ შემთხვევაში ათასი რამ მოვიმიზეზე. წინასაახალწლოდ ბევრი სტუმარი მყავდა და ამ გოგომ ბოლოს რომ დამირეკა, ისეთი რამ მითხრა, უარი ვეღარ ვუთხარი. გზაშივე, როდესაც გადაღებაზე წავედით, ვბრაზობდი ჩემს თავზე და ვფიქრობდი, მთელი ჩემი ცხოვრება რატომ ვაკეთებ ისეთ რამეს, რომ ვიღაცას ''გავუსწორო''-მეთქი.
- ხშირად გითქვამთ, რომ ნინი თქვენთვის დაქალივითაა და ანასტასიასთან უფრო გაქვთ დედაშვილური დამოკიდებულება. როგორ ფიქრობთ, როგორი დედა ხართ?
- ჩემს თავს გვერდიდან რომ შევხედო, ვიტყოდი, რომ ნინისთვის უფრო კარგი დედა ვარ, ვიდრე ანასტასიასთვის. ნინიზე უფრო მაქვს მობილიზებული მთელი ჩემი ყურაღება. ალბათ, მის გათხოვებას ძალიან რთულად გადაიტანთ.
- ძალიან გამიჭირდება.
- აქედან გამომდინარე, ალბათ, ცუდი სიდედრი იქნებით.
- წინასწარ ვიცი, რომ სიძისთვის მიუღებელი და აუტანელი სიდედრი ვიქნები. ღება. ანასტასიას არაჩვეულებრივი ძიძა ჰყავს და რადგან ვიცი, რომ ის არაფერს არ დატოვებს ყურადღების მიღმა, მე ცოტა პასიური გავხდი. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ვინც არ მავიწყდება, არის ნინი.
გაგრძელება