თუ გგონიათ, რომ კოცნის შესახებ ყველაფერი იცით და ახალს ვერაფერს გაიგებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფაქტები ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 90%-ზე მეტი გრძნობებსა და ემოციებს კოცნით გამოხატავს. თუმცა თუ გგონიათ, რომ კოცნის შესახებ ყველაფერი იცით და ახალს ვერაფერს გაიგებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ფაქტები:
ოვულაცია ახლოსაა
რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ქალებს რომანტიკული კოცნის სურვილი მაშინ უფრო უძლიერდებათ, როცა ოვულაცია სულ ახლოსაა, ანუ მაქსიმალურად არიან მზად დაორსულებისთვის. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ოვულაციისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
გაძლიერებული ლიბიდო
მკვლევარების დასკვნით, კოცნის დროს ქალებს მამაკაცებისგან ჰორმონი ტესტოსტერონი გადაეცემათ, რომელიც სექსუალურ სურვილს აძლიერებს.
ბედნიერების ჰორმონი
კოცნისას ტვინი სისხლში სპეციალურ ქიმიურ ნივთიერებას უშვებს, რომელიც განწყობას ამაღლებს, ასევე ამყარებს პარტნიორთა ემოციურ კავშირს. როგორც კი ენდორფინები სისხლში გაიფრქვევა, სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონე მომენტალურად ქვეითდება.
ბედნიერი ოჯახი
ქალი და მამაკაცი, რომლებიც ხშირად ეხვევიან ერთმანეთს და კოცნიან, გაცილებით მეტ სექსუალურ ფსიქოლოგიურ კმაყოფილებას განიცდიან, ვიდრე დანარჩენი წყვილები - აცხადებენ კენსის უნივერსიტეტის მეცნიერები. მათი დაკვირვების ქვეშ მყოფი ბიჭები, რომლებიც ხშირად კოცნიდნენ თავის პარტნიორებს, უფრო ბედნიერები იყვნენ.
აძლიერებს იმუნიტეტს
10-წუთიანი ფრანგული კოცნა საკმარისია 80 მლნ მიკროორგანიზმის ერთმანეთისთვის გადასაცემად. ეს ნიდერლანდელი მეცნიერების დასკვნაა. შეიძლება ეს ძალიან ესთეტურად არ ჟღერს, მაგრამ ასეთი მოცულობით ურთიერთგაცვლას დადებითი მხარეც აქვს - იმუნიტეტს ამყარებს, თანაც არა მარტო მოზდილებისთვის. 2010 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეუღლეებს შორის კოცნა ნაყოფს დედის საშვილოსნოში ციტომეგალოვირუსისგან იცავს. ეს უკანასკნელი სიბრმავესა და უამრავ პათოლოგიას იწვევს.