შინაარსი დღესაც გასათვალისწინებელია ყველა ადამიანისთვის, ვისაც მომავალი თაობის აღზრდა ევალება ერთ-ერთი სკოლის დირექტორი ყველა მასწავლებელს, ვისაც სამსახურში იღებდა, ერთნაირ წერილს სწერდა. მართალია, წერილები მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში დაიწერა, მათი შინაარსი დღესაც გასათვალისწინებელია ყველა ადამიანისთვის, ვისაც მომავალი თაობის აღზრდა ევალება. გთავაზობთ ამ წერილს:
"ძვირფასო მასწავლებელო!
მე საკონცენტრაციო ბანაკი გამოვიარე და ისეთი რამ ვნახე, რაც ადამიანის თვალს არ უნდა ენახა.
- ვნახე, როგორ აგებდნენ უნიჭიერესი ინჟინრები გაზის კამერებს.
- ვნახე, როგორ წამლავდნენ კვალიფიციური ექიმები ბავშვებს.
- ვნახე, დახელოვნებული მედდები როგორ ხოცავდნენ ახალშობილებს.
- ვნახე, როგორ ხვრეტდნენ და წვავდნენ უნივერსიტეტების წარჩინებული კურსდამთავრებულები ქალებსა და ბავშვებს.
ამიტომაც არ ვენდობი მხოლოდ განათლებულობას და გთხოვთ: დაეხმარეთ მოსწავლეებს, რომ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. თქვენმა ძალისხმევამ სწავლული ურჩხულები, განათლებული ფსიქოპათები და ჭკვიანი მანიაკები არ უნდა წარმოშვას.
კითხვა, წერა, არითმეტიკა მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ბავშვებს უფრო გაადამიანურებაში ეხმარება".
ასევე იხილეთ: თუ სიყვარული არ შეგიძლია, ბავშვებს ნუ ასწავლი - მასწავლებლის ათი მცნება