მამაკაცების უმრავლესობას ჯერ კიდევ მტკიცედ სწამს, რომ ქალის უპირველესი მოვალეობა დიასახლისობა და დედობაა საქართველოში მამაკაცების უმრავლესობას ჯერ კიდევ მტკიცედ სწამს, რომ ქალის უპირველესი მოვალეობა დიასახლისობა და დედობაა. თუმცა, ამ საკითხზე დავა შეიძლება, მაგრამ არა დღეს და არა ამ სტატიაში. ამჯერად კი მინდა მსუბუქი და ნახევრად ხუმრობით დაწერილი სტატია შემოგთავაზოთ იმის შესახებ, თუ რომელი საოჯახო საქმის კეთება ეხალისება ან გამოსდის კარგად თქვენს საყვარელ ქალს ან მეუღლეს. შესაბამისად, ძლიერი სქესის წარმომადგენლებო, თუ თქვენ დანარჩენ საქმეებში ასე თუ ისე შეეშველებით ხოლმე მას, ამაში ცუდი არც არაფერი იქნება.
ვერძს საერთოდ არ ეხატება გულზე არანაირი საოჯახო საქმიანობა. თუმცა თუ მაინც უწევს მოვალეობების აღება თავის თავზე, მისთვის ყველაზე მისაღებია სახლის გენერალური დალაგება ან საყიდლებზე წასვლა მარკეტში.
კუროს ძალიანაც მოსწონს ოჯახური საქმეები და მით უმეტეს სამზარეულოში ტრიალი. ამიტომ იგი სიამოვნებით დაიჭერს თადარიგს გემრიელი სადილს მოსამზადებლად.
ტყუპს მოქნილი ხელები აქვს, ამასთან ერთად მას რამდენიმე საქმის ერთდრიულად კეთების ნიჭიც გააჩნია. იგი იოლად შეძლებს დაწმინდოს ფანჯრები, ამის პარალელურად აუთოოს და ტელეფონზეც ისაუბროს მეგობართან.
კირჩხიბი ნამდვილი "ოჯახის დედაბოძია", ამიტომ საოჯახო საქმეები მისთვის არასოდესაა მომაბეზრებელი ან დამღლელი. იგი სიამოვნებით იტრიალებს სამზარეულოში და დააპურებს ოჯახის ყველა წევრს. ამასთან ერთად, არც ბავშვების მოვლა-პატრონობა დაავიწყდება.
ლომს იშვიათად სიამოვნებს დიასახლისის როლი, თუ მაინც უწევს ამ ყველაფრის კეთება, მისთვის მისაღები საქმიანობა შეიძლება იყოს სადღესასწაულო ვახშმის მზადება ან სტუმრების მისაღებად გასართობი ღონისძიებების მოფიქრება.
გაგრძელება