ანეგრეტ რაუნიკი ბერლინში ცხოვრობს. რუსული და ინგლისური ენების მასწავლებელია. 65 წლის ასაკში თავისით ვეღარ დაორსულდებოდა, ამიტომ ჩარია ექიმები და ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთა. თუმცა ამას ნამდვილად არ ელოდა, რომ ერთდროულად ოთხი ტყუპი ჩაესახებოდა.
ახლა 21 კვირის ორსულია და მოუთმენლად ელოდება შვილებს. ამბობს, რომ არ ეშინია
"ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ერთს ვიტყვი – დაე ყველამ თავად გადაწყვიტოს, რაც სურს და არ მოუსმინოს, სხვები რას ლაპარაკობენ".
დღემდე ყველაზე მხცოვანი დედა, რომელმაც ოთხი ტყუპი გააჩინა, 55 წლის მერილ ფუელია. ყველაზე ასაკოვანი ქალი კი, ვინც საერთოდ გააჩინა შვილი, ინდოელი ომკარი პანვარია – მან 70 წლისამ იმშობიარა.
ასევე იხილეთ: ყველაზე ხანდაზმული დედები და ადრე დაობლებული ბავშვები