ნეპალში სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვის დედის ნაამბობი
ნეპალში სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვის დედის ნაამბობი
ნეპალში 4 თვის პატარა ბიჭუნას გადარჩენის შესახებ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა - ბავშვმა 22 საათი გაატარა ნანგრევებში, თუმცა მაშველებმა შეძლეს მისი გადარჩენა.
ბავშვის დედამ იმ ღელვის შესახებ ისაუბრა, რაც განივადა თავისივე სახლის ნანგრევებიდან შვილის ტირილის გაგონების შემდეგ. პატარა სონიტ ავალს სახლის მეორე სართულზე ეძინა, როცა მიწისძვრა მოხდა და ოთხსართულიანი სახლი ჩამოინგრა. ბავშვი სიკვდილისგან კარადამ გადაარჩინა, რომელიც საწოლს ზემოდან დაეცა.
მშობლები და უფროსი და ეზოში იყვნენ, როცა მიწისძვრა დაიწყო. განწირულები ეცნენ ნანგრევებს, თუმცა ბავშვის ხსნას ვერ ახერხებდნენ. მხოლოდ მაშველების მოსვლისა და სპეციალური
აღჭურვილობის მობილიზების შემდეგ შეძლეს პატარის
გადარჩენა. საბოლოოდ მან 22 საათი გაატარა ნანგრევებში, თუმცა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, მხოლოდ ერთი ნაკაწრი აქვს შუბლზე.
mshoblebi
"შვილის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ძალიან ვიდარდე ყოველივე ამის გამო", - ჰყვება გადარჩენილი ბიჭუნას დედა.

ასევე იხილეთ: სასწაული ნეპალიდან - 4 თვის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს
3956
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები