სტუდენტს შეუძლია, ჩვილი ბავშვით იაროს ლექციებზე!
სტუდენტს შეუძლია, ჩვილი ბავშვით იაროს ლექციებზე!
ამ საინტერესო სიახლის შემომღებები ისრაელის უნივერსიტეტებში მომუშავე ლექტორები არიან. მათ გადაწყვიტეს, ნება დართონ სტუდენტებს, რომელთაც შვილი ჰყავთ და დატოვება არ შეუძლიათ, თან ატარონ პატარები ლექციაზე. თუ ბავშვი წამოიტირებს? ლექტორი მზად არის, ხელში აიყვანოს და ასეირნოს. ამასობაში დედა კონსპექტებს დაწერს, პროფესორი კი ისედაც აქეთ-იქით დადის.
როგორ არის საქმე, თუ ერთდროულად რამდენიმე სტუდენტი ვერ შეძლებს ბავშვის დატოვებას და ლექციაზე უცებ რამდენიმე ბავშვი აღმოჩნდება? ასეთ შემთხვევებზე ჯერჯერობით არაფერს წერენ. ალბათ მომავალში მათთვის პატარა
გასართობ ცენტრს მოიფიქრებენ, ან საათობრივ ბაღს იქვე, უნივერსიტეტში, რომ ბავშვები იქ დაელოდონ სწავლას მოწყურებულ დედიკოებს.

ასევე იხილეთ: დეპუტატი დედა, რომელმაც ბავშვი პარლამენტში გამოზარდა
3358
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ქეთი
0
კი აბა აქ გაასეირნებს ლექტორი ბავშვებს
22:49 / 14-05-2015
:)))))))))))))))
0
სიამოვნებით ვიმუშავებ ასეთ უნივერსიტეტში ლექტორად:)) ხან ერთ ბავშვს ჩავეხუტები და ხან მეორეს:))) მაგათზე დიდი სიხარულის მომტანი არ არსებობს.
12:07 / 13-05-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```