ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში შვილების აღზრდაა ეს 25 წლის პეტერბურგელი დედიკო – ირინა სოლოვიოვა დედებს შორის გამართული სილამაზის კონკურსის, "მისის მსოფლიო"-2015-ის გამარჯვებული გახდა. ორი შვილის დედამ 39 კონკურენტთან ერთად მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში და გამარჯვებაც მოიპოვა. კონკურსი თურქეთის ქალაქ ბოდრუმში ჩატარდა.
ირინა ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში შვილების აღზრდაა. "ჩემი ბიჭები 5 და 3 წლისანი არიან. ჩემი მთავარი ამოცანაა, როგორც ნებისმიერი დედის, მათ სიყვარული ვაჩუქო და ბავშვობიდან აღვზარდო მამაკაცებად. ჩემთვის პრინციპულია, რომ ბიჭები მზრუნველები იყვნენ, გოგონებს ეხმარებოდნენ და საერთოდ, კარგად იყვნენ აღზრდილები. იმედი მაქვს, ეს კარგად გამომივა".