ნაოჭები, ჭაღარა და ამოშავებული თვალები საჩემო ნამდვილად არაა ბრიტანეთის მოქალაქეები აღშფოთებულები არიან – 48 წლის ანდრეა დალცელმა, ოთხი შვილის დედამ, ბავშვების დახმარების ფული პლასტიკურ ქირურგებს დაახარჯა. თუმცა სკანდალის მონაწილე არაფერს არ ნანობს.
ანდრეა უმუშევარია და ოთხ შვილს ზრდის. გარეგნობის შეცვლაზე თურმე ყოველთვის ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ოთხ შვილზე რომ დაუწესეს დახმარება 2003 წლიდან (დაახლოებით 23 დოლარი კვირაში), მისი შეგროვება გადაწყვიტა და სწორედ ამ მიზნით გამოყენება. ისე ხელმომჭირნედ ცხოვრობდა ამ პერიოდში, რომ როგორც ამბობს, დღეში ერთხელ ჭამდა და კაპიკს კაპიკზე ადებდა პლასტიკური ოპერაციებისთვის ტანხის შესაგროვებლად. საბოლოოდ 30 ათასი დოლარი შეაგროვა და სახისა და ზურგის ოპერაციები გაიკეთა.
"ყოველთვის ვიცოდი, რომ გავიკეთებდი ოპერაციას, იმიტომ, რომ ნაოჭები, ჭაღარა და ამოშავებული თვალები საჩემო ნამდვილად არაა", _ ამბობს დალცელი.
ბრიტანეთის გადასახადების გადამხდელთა კავშირმა აღშფოთებით სავსე წერილი დაწერა, "ბავშვის დასახმარებელი თანხა მხოლოდ მათთვის უნდა იყოს გამოყენებული და არა როგორც ფონდი კოსმეტიკური ქირურგიისთვის", - ამბობს კავშირის წარმომადგენელი.
საინტერესოა, რომ ანდრეას სიყვარულს პლასტიკური ქირურგიისადმი მის უფროს ქალიშვილს, 22 წლის სოფიც იზიარებს – მან მკერდი გაიდიდა სულ ცოტა ხნის წინ.