ცნობილი დედები, რომლებიც ქართველ საზოგადოებას არასოდეს აღიზიანებენ
ცნობილი დედები, რომლებიც ქართველ საზოგადოებას არასოდეს აღიზიანებენ
რისი ბრალია არავინ იცის, მაგრამ ქართველები პოპულარული ადამიანების მიმართ აგრესიას არასდროს არ მალავენ. ამას ინტერნეტ-სივრცეში თუ სხვადასხვა ადგილებში ყოველდღიურად ვაწყდებით. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთა გამოჩენაც ქართულ საზოგადოებას ნაკლებად აღიზიანებს და იშვიათად თუ გადავაწყდებით მათზე უარყოფით პოსტებსა თუ ლანძღვა-გონებას. მათი ძირითადი უმრავლესობა დედაა.

ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის მეუღლე და ცნობილი დიზაინერი ანუკა არეშიძე, რეიტინგულიც არის, პირდაპირიც, მაგრამ ხალხის გაღიზიანებას არ იწვევს. ანუკა ზომიერად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ყოველთვის გემოვნებით და შესაბამისად იმოსება.
ეწევა ქველმოქმედებას, თუმცა საჯაროდ ამაზე არასდროს საუბრობს. კახი კალაძის მეუღლე მთელ დროს ოჯახს და საკუთარ საქმეს ახარჯავს.

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე პოპულარული ქალბატონია, საკუთარ აზრს ყოველთვის თავისუფლად გამოთქვამს. ალასანიას მეუღლე, ზოგჯერ ხმამაღალ განცხადებებსაც აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ნათია პროფესიის ფსიქოლოგია, აქვს საკუთარი სარეაბილიტაციო ცენტრი "კამარა", რომელიც წამალდამოკიდებულ პირებს ახალი ცხოვრების დაწყებაში ეხმარება. ის სკანდალებში არასდროს ეხვევა და ხალხსაც არ აღიზიანებს.

თიკა ფაცაცია საზოგადოების ინტერესის ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, მის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ, მაშინ გაჩნ
და, როდესაც "პირველ არხზე" დილის აერობიკაში გამოჩნდა. პოპულარული თავიდანვე გახდა, წარმატებული და მომხიბვლელი მოდელი, შემდეგ გათხოვდა, გარკვეული პერიოდით ამერიკაში იცხოვრა, თუმცა მაშინაც არ გამქრალა მის მიმართ ინტერესი. თიკას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. არის სხვადასხვა პროექტების და გადაცემების წამყვანი, არასოდეს ეხვევა სკანდალებში და შესაძლოა, სწორედ ამიტომაც არ იწვევს არავის გაღიზიანებას.

ანი გიუნტერი ჯერ კიდევ "202"-ზე გამოჩენის დროს გახდა პოპულარული. ის სერიალ მუსკულებში თამაშობდა. განათლებით მუსიკოსია, "202"-ის შემდეგ "სტერეოს" დილის გადაცემა მიჰყავდა, საიდანაც "რუსთავი 2"-ზე გადავიდა. მუშაობს ახალგაზრდულ ოლიმპიურ კომიტეტში. ინტერვიუებს ხშირად არ თანხმდება, თუმცა გულწრფელი რესპოდენტია, რასაც ფიქრობს იმას ამბობს და ალბათ ამიტომაც არ კარგავს არც პოპულარობას და არ იწვევს ხალხის აგრესიას.
გაგრძელება
3676
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
vaska
0
ქართველ ქალბატონების საზოგადოება თუ არ გსურთ გააღიზიანოთ იყავით მათსავით გონჯი და მოუწესრიგებელი მე კი ჩემი რუსი ცოლი მირჩევნკია!!!! თქვენთვის კაცი ხიიხიიია
13:55 / 31-10-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი