ემიგრანტი დედის პასუხი ქეთი დოლიძეს რეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებას, რომ ის ემიგრანტად არ მიიჩნევს იმათ, ვინც პოლიტიკური მიზეზით არ არის ქვეყნიდან დევნილი, ბევრი ემიგრანტი გამოეხმაურა. მათ შორისაა ანი გაგუნაშვილი, რომელმაც "ფეისბუქგვერდზე" დაწერა:
,,ჩვენ ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ, გამოგვაძევეს, სამშობლოს კარი ისე მოგვიჯახუნეს ზურგს უკან, რომ ტკივლისგან ხერხემალი გაგვიმრუდდა...
ჩვენ დახუჭული თვალებით გამოვედით სახლებიდან და წლების მერეც გვეშინია გახელის, გვეშინია იმ სიბნელის დანახვის, რომელშიც გადმოვსახლდით და გვეშინია იმ მანძილის დანახვის რომელიც სამშობლოსთან გვაშორებს...
ჩვენ ვართ უვადო პატიმრები, რომლებიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდით... ჩვენ ვცხოვრობთ საკანში, რომელსაც ფანჯარა არ აქვს და ისიც არ ვიცით მზე რომელი მხრიდან ამოდის... ჩვენ ვცხოვრობთ ჭაობისგან აგებულ ოთხ კედელში და სუნთქვა გვიჭირს, ისეთი ნესტია ცრემლების...
აქ დროც გაჩერებულია...
თქვენ, რომლებიც უკვე გასამართლებულებს სასამართლოს გვიწყობთ, იცით რას ნიშნავს, როცა სამშობლოსკენ ზურგშექცევით მდგარს უკან მიხედვის ძალა არ გაქვს, გული ყელში გებჯინება და ისე გწვავს, რომ სულიც კი გეცლება და ცარიელ სხეულში გაფურთხებს.
როცა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ჰაერს ღრმად ისუნთქავ და ამოსუნთქვის გეშინია, გინდა რომ სამშობლოს უკანასკნელი ჰაერი ფილტვებში ჩაგრჩეს... გაგრძელება
ასევე იხილეთ: ვირტუალური დედა