მარიამ როინიშვილი საზღვარგარეთ მიდის - ''იმედია, ყოფილი მეუღლე ამაში ხელს არ შემიშლის''
მარიამ როინიშვილი საზღვარგარეთ მიდის - ''იმედია, ყოფილი მეუღლე ამაში ხელს არ შემიშლის''
ცოტა ხნის წინ მარიამ როინიშვილი დედასა და შვილთან ერთად იტალიიდან დაბრუნდა, სადაც სასწავლებლად იყო ჩასული. მომღერალს წარმატებებზე, იტალიაში მოგზაურობასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- სანტა ჩეჩილია რომში ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლებელია, სადაც მასტერკლასებს რენატა სკოტო ატარებს. ეს არაა სასწავლებელი, სადაც გაწერილია, კონკრეტულად რამდენი წელი უნდა ისწავლო, სეზონური სწავლებაა - შემოდგომასა და გაზაფხულზე. შარშან გაზაფხულზე ვიყავი ჩასული, მაგრამ შემოდგომის სეზონი სხვადასხვა მიზეზის გამო გამოვტოვე, მერე კი ''ცეკვავენ ვარსკვლავებშიც'' ჩავერთე. წელს გასული სეზონის პროგრამის გავლა თავიდან მომიხდა.

- რომში დედასა და შვილთან ერთად
იყავი?

- დიახ. ერთი-ორი კვირით რომ მივდიოდე სადმე, მაშინ დავტოვებდი, მაგრამ ერთი თვე პატარა დრო არ არის, თან ელენე ჩემ გარეშე მარტივად არ რჩება. ყოველთვის რთულია გასამგზავრებლად აუცილებელი თანხების მოძიება, მაგრამ თამრიკო ყველანაირად ცდილობს თანხის შეგროვებას, რომ ყველა ერთად ვიყოთ.

- თუკი რომელიმე სააგენტოსთან მუშაობა დაიწყე, ალბათ იტალიაში მოგიწევს გადასვლა, ელენეს თან წაიყვან?
- წინასწარ განსაზღვრა ძნელია, მაგრამ როცა აგენტი გყავს, დიდი ალბათობით იმ ქვეყანაში წასვლა გიწევს. რაც შეეხება ელენეს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემ ირგვლივ შეგნებული ა
დამიანები არიან, მათ შორის ელენეს მამა, რომელიც ჩემი წასვლის შემთხვევაში დაბრკოლებას არ შეგვიქმნის, რომ მე და ელენე ერთად ვიყოთ.

- ბავშვის ქვეყნიდან გასაყვანად ორივე მშობლის ნებართვაა საჭირო...
- ვიმედოვნებ, ჩემი ყოფილი მეუღლე გიორგი მახარაძე ამაში ხელს არ შემიშლის.

- რადგან ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, გკითხავ, რამდენად ხშირად აქვს ელენეს მამასთან კონტაქტი?
- ყველანაირად ვცდილობთ, ელენემ ისევე გაატაროს დრო მამასთან, როგორც დედასთან ატარებს, მაგრამ ალბათ გიორგი ძალიან დაკავებულია და ვერ ახერხებს იმ ინტენსივობით ელენესთან ყოფნას. ამ ფაქტორს ვაბრალებ იმას, რომ, სამწუხაროდ, მათ ისეთი ხშირი კონტაქტი არ აქვთ, როგორიც მამა-შვილს უნდა ჰქონდეს. გაგრძელება
8338
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი