მათი ნაწილილიკვიდირებულია, მაგრამ ნაწილი კვლავ თავისუფლადაა წუხანდელი წვიმისა და წყალმოვარდნის შედეგად თბილისის ზოოპარკიდან მტაცებელი ცხოველები გაიქცნენ. მათი ნაწილი აღმოჩენილი და ლიკვიდირებულია, მაგრამ ნაწილი სავარაუდოდ, კვლავ თავისუფლად მოძრაობს ქალაქის ქუჩებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, დედაქალაქში მომხდარმა სტიქიამ ზოოპარკში ვოლიერების დაზიანება და ცხოველების გარეთ გამოსვლა გამოიწვია.
შსს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს და მაქსიმალურად აკონტროლებს შექმნილ ვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი მობილიზებულია იმისათვის, რომ აღნიშნული ცხოველების დაძინება და ზოოპარკში დაბრუნება დროულად მოხდეს. ამ დროისათვის რამდენიმე ცხოველის დაძინება უკვე მოხდა, ხოლო რამდენიმეს - ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამინისტრო ურჩევს, მოსახლეობას თავი შეიკავოს ქუჩებში გადაადგილებისგან და თუ კი ვინმე შეამჩნევს რომელიმე ცხოველს, დაუყონებლივ დარეკოს 112-ზე და შეატყობინოს სამართალდამცველებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას პერიოდულად მიაწვდის.
მათი ინფორმაციით, დაკარგული და ლიკვიდირებულია 20 მგელი, 8 ლომი, თეთრი ვეფხვები, ვეფხვები, აფთრები და იაგუარები. ასევე 17-დან მხოლოდ სამი პინგვინია გადარჩენილი.
მათი ინფორმაციით, ცხოველთა ნაწილი ლიკვიდირებულია, ნაწილი კი - დაკარგული.
საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გადარჩნენ ზოოპარკის ბინადრები, რომლებიც ზოოპარკის ზედა მხარეს არიან მოთავსებულები, მათ შორის - გველები, სპილოები, ზებრები, ირმები, ლამურები, ცხენები, პონები, აზავერები და თხები.
ვიდეო: "ზოოპარკი დატბორილია, ცხოველები ცურავენ" - თვითმხილველის ვიდეო შემთხვევის ადგილიდან
იხილეთ ასევე: ბეჰემოტი გმირთა მოედანზე