თბილისის ზოოპარკი: დაკარგული ლომის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
თბილისის ზოოპარკი: დაკარგული ლომის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
სტიქიის შედეგად დატბორილი ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს ქალაქის მცხოვრებნი თბილისის სხვადასხვა ქუჩაში პოულობენ. ცხოველების ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება, მათ მოსაძებნად სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული, თავად თბილისის ზოოპარკი კი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"ვერ ვპოულობთ დაკარგულ ლომს და თუკი ვინმე ნახავს, ვთხოვთ, არ ესროლოს. მას არ შეუძლია ვინმეს დაზიანება", - განაცხადა ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ. მისივე ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკი ფაქტობრივად აღარ არსებობს, ცხოველთა ძირითადი ნაწილი ძლიერი წვიმის შედეგად არის დახოცილი ან ლიკვიდირებული.
"მდგომარეობა არის ძალიან რთული. ფაქტობრივად ზოოპარკი აღარ არსებობს. ზოოპარკის
ქვედა ნაწილში არსებული ცხოველებიდან ვერც ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
mshoblebi
გადარჩენილნი არიან მხოლოდ ზოოპარკის ზედა ნაწილში არსებული ჩლიქოსნები, მათ შორის სპილოები, ლეოპარდები და თეთრი ლომები. ქვედა ნაწილის ბინადრები ლომები, ვეფხვები, იაგუარები, მათ შორის პინგვინები დახოცილები არიან. შევძელით მხოლოდ სამი პინგვინის გადარჩენა", - განახცხადა მზია შარაშიძემ.
mshoblebi
თბილისის ზოოპარკში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
mshoblebi

იხილეთ ასევე: შსს მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შრიკავონ ქუჩაში გასვილისგან

თემა: სტიქია თბილისში
3621
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
tamta
0
ar moklat dareket 112 ze
10:26 / 14-06-2015
მსგავსი სიახლეები