ამ ქუჩებზე გადაადგილებისას ყურადღებით იყავით - საჭირო ინფორმაცი
ამ ქუჩებზე გადაადგილებისას ყურადღებით იყავით - საჭირო ინფორმაცი
თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საგზაო–სატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გადაადგილება შეიზღუდა შემდეგ ქუჩებზე: ბახტრიონის ქუჩასთან მდებარე გვირაბი დაკეტილია და ნაკადი ვერ იმოძრავებს ამირეჯიბის გზატკეცილის (ვერის ახალი გზა)მიმართულებით, მოძრაობა დასაშვებია ბახტრიონის, პეკინის და საბურთალოს ქუჩების მიმართულებით;

ვეფხი და მოყმესთან და მტკვრის მარჯვენა (მთლიანად) სანაპიროზე მოძრაობა აკრძალულია; თამარ მეფის მარჯვენა პანდუსთან მოძრაობა დაკეტილია ლაგუნა ვერის მიმართულებით; მოძრაობა დაშვებულია თამარ მეფის პანდუსის გავლით "თბილისი ცენტრალი"-სკენ და ცინცაძის ქუჩით; მოძრაობა დაკეტილია ფილარმონიასთან გმირთა
მოედნის მიმართულებით. ფილარმონიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ელბაქიძის ქუჩის და თავისუფლების მოედნის
მიმართულებით; ელბაქიძეზე ჩასულ ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით;

ელბაქიძის ქუჩიდან მოძრაობა აკრძალულია მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით და ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის მოედნისკენ; მოძრაობა დაკეტილია მარჯვენა სანაპიროზე რესტორან "ძველ სახლთან"; ვირსალაძის ქუჩიდან ჩამოსულ ნაკადს შეუძლია იმოძრაოს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმართულებით; ავლაბრის მოედნიდან ჩამოსული ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ მარცხენა სანაპიროს მიმართულებით; პერიოდულად საცობის აცილების მიზნით თავისუფლების მოედნიდან ტრანსპორტი იმოძრავებს კონკის მიმართულებით;

კრწანისის მოედნიდან წამოსული ტრანსპორტი მოძრაობს მხოლოდ ლესელიძის ქუჩით და მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროსკენ და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გულუას ქუჩაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ორთაჭალჰესის გავლით.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე
#ძლიერი წვიმა თბილისში


"ინტერპრესნიუსი"
3872
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?