"ამ დღის მერე მეც გვამი ვარ, მოსიარულე გვამი.. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში"
"ამ დღის მერე მეც გვამი ვარ, მოსიარულე გვამი.. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში"
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი გოგონას, ინდირა ზარანდიას შეყვარებული "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და საკუთარ ისტორიას ყვება.

"ყველამ, ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ცხოვრებაში არ დამიპოსტავს. ახლა, ალბათ იმიტომ, რომ ემოციებისგან ცოტათი მაინც დავიცალო და ყველას დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან ინდირა მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი ინდირა, როგორი ირაკლიც ვიყავი მე მხოლოდ მასთან. ინდირა იყო ზე ადამიანი ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე ყოველდღე ცდილობდა ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა.
საოცარი ცხოვრების ნიჭით იყო დაჯილდოებული.

პირადად ჩემთვის ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება მოკლედ ყველა ის გრძნობა, რაც ადამიანს ადამიანად ხდის და ეს ყველაფერი 14 ივნისის საბედისწერო ღვარცოფმა გაატანა წყალს ჩემს ინდირასთან ერთად. ამ დღის მერე მეც გვამი ვარ უფრო სწორად მოსიარულე გვამი.. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში რადგან შეუძლებელია ადამიანმა თავის სულის ნაწილს ვერ მიაგნოს შენ კი ჩემი სრულფასოვანი ნახევარი იყავი, მართალია ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაღაც წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე. თუმცა, წინ ბევრი სხვა ცხოვრება გვაქვს. მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარა" - წერს ირაკლი.
3630
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
sopo
0
Gmerti gparavdet
23:52 / 16-06-2015
სოფო
0
ის შენგან მხოლოდ სხეულით წავიდა,სულით გწამდეს შენთანაა,მუდამ ასე იქნწბა,ამიტომ პირიქით წელში გაიმართე და ისე გააგძელე ცხოვრება როგორიც მას ენდომებოდა შენთვის,სადაც არ უნდა იყოს უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ბედნიერება და წინსვა გაუხარდება,შენი სიყვარული შენი ცხოვრებისწინამძღვარი იქნება ეს არასდროს დაგავიწყდეს.უფალი გფარავდეს და ძალა შეგმატოს.
23:10 / 16-06-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?