ეს პროექტი ეძღვნება გოგონებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ქორწილამდე შეინარჩუნონ უბიწობა ფოტოგრაფმა დევიდ მაგნუსონმა საკმაოდ უჩვეულო თემა აირჩია გადასაღებად. "უბიწობა" - ეს პროექტი ეძღვნება გოგონებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ქორწილამდე შეინარჩუნონ უბიწობა, ასევე მათ მამებს, რომლებმაც დაიფიცეს, რომ მხარს დაუჭერენ ამაში.
როცა მაგნუსონმა პროექტი დაიწყო, ელოდა, რომ მკაცრ მამაკაცებს შეხვდებოდა, რომლებიც ლამის იარაღით ედგებოდნენ თავზე თავიანთ ქალიშვილებს. თუმცა ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად აღმოჩნდა.
ფოტოგრაფი დარწმუნდა, რომ ეს გოგონები დამოუკიდებლები არიან, მართლა თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება (რომელიც ბოლო დროს არც ისეთი აქტუალურია), მამები კი უბრალოდ მათ და მათი გადაწყვეტილების დაცვას ცდილობენ...