ჩვენ დროს დაიწყო ეროვნული მოძრაობა. პატარები გვეგონა თავი მაშინ, ბევრი-ბევრი შატალოზე წავსულიყავით ეს პოსტი ბევრისთვის, ასევე ჩვენი მკითხველისთვის ნაცნობ კარგ ადამიანს, ქართულის მასწავლებელ მაიკო ქსოვრელს ეკუთვნის, რომელიც ბოლოდროინდელ ამბებს ამგვარად გამოეხმაურა:
"მოსწავლეს ვესაუბრე, აბიტურიენტია... დღეს წავედი და ვიმუშავე, სამეცადინო კი მაქვს, მაგრამ შემრცხვა, მონაწილეობა არ მიმეღოო... ყველა პირობა გვაქვს, რომ ვიმუშაოთო... მაინც რა-მეთქი... ხელთათმანებიც მომცეს, ნიჩაბიც, წყალიც დამალევინეს და რომ მომშივდა, ბუტერბროდიც იყოო...
სხვებიც მოვიკითხე, ყოფილი მოსწავლეები... ზოგი სხვებს ასწავლის ახლა. როცა ლექცია არ აქვს, მოხალისეაო... ან ჯერ იქ მიდის, მერე მასწავლებლებთანო...
დავფიქრდი. ჩვენ დროს დაიწყო ეროვნული მოძრაობა. პატარები გვეგონა თავი მაშინ, ბევრი-ბევრი შატალოზე წავსულიყავით. არც საყურეს იკეთებდნენ და არც დახეული ჯინსები ეცვათ. ბევრი კარგი კაცი და მამაა, ბევრმაც ვერ გაიგნო ცხოვრების გზა.
ესენი კი დამოუკიდებლები არიან. ხან იმაზე მეტს ვთხოვთ, ვიდრე შეუძლიათ, ამიტომ გვეჩვენებიან ცუდები. ჩვენზე ნაკლებად არ უყვართ სამშობლო, ჩვენზე მეტად კი გამოხატავენ, როცა საჭიროა... მე მართლა მაქვს ამ დახეულჯინსიანი ბიჭების იმედი".