ბავშვი მიწაზე დავარდნის შემდეგ ცოცხალი იყო უბედური შემთხვევა მოხდა გუშინ ქუთაისში. ავტოქარხნის დასახლებაში, ხარებავას ქუჩაზე 4 წლამდე ასაკის ბავშვი ცხრასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მიწაზე დავარდნის შემდეგ ცოცხალი იყო. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაჰყავდათ, თუმცა პატარა გზაში გარდაიცვალა
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ინტერპრესნიუსი
ასევე იხილეთ: ბავშვს რომ ცუდი არაფერი შეემთხვას - ეს წესები ყველა მშობელმა უნდა იცოდეს