თანამშრომლებმა მიიღეს წერილი 4 წლის ენტონი სმიტის დედისგან. დედა მათ დახმარებას სთხოვდა კომიქსებისა და სათამაშოების შემქმნელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია "მარველის" თანამშრომლებმა მიიღეს წერილი 4 წლის ენტონი სმიტის დედისგან. დედა მათ დახმარებას სთხოვდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვმა მთლად დაკარგა სმენა და აუცილებელი იყო სასმენი აპარატის ტარება, თუმცა ბიჭუნა უარს ამბობდა – მისი თქმით, არც ერთი სუპერგმირი არ ატარებდა ყურის აპარატს.
"მარველში" მაშინვე გაახსენდათ კომიქსების ერთ-ერთi გმირი – მიმინოსთვალა, რომელიც დაიჭრა და იძულებული გახდა, ყურის აპარატი გამოეყენებინა. მხატვრებმა სპეციალური გამოშვება დახატეს, მიმინოსთვალა გააერთიანეს ახალ გმირთან - The Blue Ear-თან, რომელიც პატარა ენტონის მიამსგავსეს და ეს გმირი ამბობდა: "ჩემი აპარატის წყალობით შემიძლია, უწყვეტად გავიგო ყველას ხმა, ვინც დახმარებას ითხოვს!"
ამ საჩუქრის ნახვის შემდეგ ბიჭმა სიამოვნებით დაიმაგრა აპარატი.