ინგლისში მე-17 საუკუნეში ბიჭებიც და გოგონებიც 7 წლამდე კაბებს ატარებდნენ • 3 წლის ბავშვის ხმა უფრო მაღალია, ვიდრე 200 მოზრდილისა სავსე რესტორანში.
• მამები, როგორც წესი, თვალის შევლებით ადვილად არკვევენ ბავშვის სიმაღლეს, დედები – წონას.
• საშუალოდ, 4 წლის ბავშვი დღეში 437 შეკითხვას სვამს.
• ტელევიზორის ყურება ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელიც კი შეიძლება იყოს ბავშვისთვის.
• ძველ საბერძნეთში მდიდარი ოჯახების შვილებს დაბადებისთანავე ზეითუნის ზეთში აბანავებდნენ. მიაჩნდათ, რომ ამით ტანზე თმის ამოსვლისგან იცავდნენ.
• დიდი ფარაონი რამზეს II 160-ზე მეტი ბავშვის მამა იყო.
• ინგლისში მე-17 საუკუნეში ბიჭებიც და გოგონებიც 7 წლამდე კაბებს ატარებდნენ.
• ექვს წლამდე ბავშვებს ყველაზე ხშირად ხელისგულებისა და თითების ტრავმები და დამწვრობები აქვთ.
• ბავშვები იმ ინტონაციით ყვირიან, რომელიც მათი დედის ენისთვის არის დამახასიათებელი, რაც ჯერ კიდევ მუცელში ესმით. ასე დაასკვნეს მეცნიერებმა. მაგალითად, ფრანგი ქალების შვილები ყველა წამოყვირებისას უმატებენ ხმას, გერმანელების – უკლებენ, სწორედ ასეთი ინტონაციური გადასვლებია შესაბამის ენებში.
• 2009 წელს შოტლანდიელ ფსიქოლოგთა ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა და ედინბურგის ქუჩებში 240 საფულე "დაკარგა", მფლობელოს საკონტაქტო მონაცემებით. სულ საფულეების 42 პროცენტი დაბრუნდა, თუმცა დაბრუნების პროცენტი ვარირებდა იმის მიხედვით, თუ რა ფოტო იყო შიგნით. იმ საფულეების 88% დააბრუნეს, რომლებშიც ბავშვის ფოტო იყო, 53% - შინაური ცხოველის ფოტო, 48% - ოჯახური ფოტო, 28% - ხანდაზმული წყვილი, და მხოლოდ 15% დააბრუნეს იმ საფულეებისა, რომლებშიც საერთოდ არ იყო ფოტო.
• ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ისტორიკოსები აღწერდნენ კორსიკისა და ესპანეთის მცხოვრებთა ჩვეულებას – კუვადას, რომლის დროსაც მშობიარე ქალის ქმარი შეტევებს ასახიარებდა, ბავშვის დაბადების შემდეგ კი პატარასთან ერთად წვებოდა საწოლში, ქალის სამოსით და მილოცვებს იღებდა. ამასობაში ქალი ჩვეულებრივ საოჯახო საქმეებს აკეთებდა და მხოლოდ მაშინ მიდიოდა ბავშვთან, როცა უნდა ეჭმია. კუვადა XIX საუკუნემდე მთელ პლანეტაზე იყო გავრცელებული, მათ შორის ბელორუსსა და სმოლენსკშიც. ამბობენ, რომ მამების ასეთი საქციელი აიხსნება ბოროტი სულების მოტყუების სურვილით. ძველი რმწენით, ავი სულები სუსტ მშობიარესა და ბავშვთან მოდიოდნენ და მათ ნაცვლად ძლიერი მამაკაცი ხვდებოდათ.
• 1837 წელს გერმანელმა პედაგოგმა ფრიდრიხ ფებელმა პატარა ბავშვებისთვის აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულება გახსნა, სადაც მათ შეეძლოთ თამაში, სიმღერა და ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარების მიღება. მას უწოდა Kindergarten, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "საბავშვო ბაღს". ფებელს სურდა ხაზი გაესვა მსგავსებისთვის ასეთ დაწესებულებებსა და ჩვეულებრივ ბაღებს შორის: ბავშვებზეც ისე უნდა იზრუნონ და მათ ისევე უნდა მოუარონ, როგორც მცენარეებს უვლიან. დღეს სკოლამდელ დაწესებულებებს ბევრ ქვეყანაში სწორედ საბავშვო ბაღები ჰქვია.
• 1960 წელს შუშის ფანჯრების მწარმოებელი მილანური ფირმის მეპატრონემ კომპანიის იუბილე იმით აღნიშნა, რომ კვარტალში მცხოვრებ ბავშვებს თითო შურდული აჩუქა. საჩუქარს სავიზიტო ბარათი ახლდა წარწერით: "მადლიერების გრძნობით, უცვლელი თანამშრომლობისთვის".
• ჯეიმს ბარიმ პიტერ პენის სახე – ბიჭუნასი, რომელიც არასდროს გაიზრდება – უბრალოდ როდი შექმნა. ეს გმირი მან უფროს ძმას მიუძღვნა, რომელიც 13 წლისა გარდაიცვალა – ერთი დღით ადრე, სანამ 14 წელი შეუსრულდებოდა, და სამუდამოდ ბავშვი დარჩა დედის მეხსიერებაში.