ყველაზე პატარა სიკვდილმისჯილის ტრაგედია - ამბავი, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ
ყველაზე პატარა სიკვდილმისჯილის ტრაგედია - ამბავი, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ
ყველაზე პატარა ამერიკელი, რომელიც მე-20 საუკუნეში სიკვდილით დასაჯეს, 14 წლის ჯორჯ სტინი იყო. ბიჭი 1944 წელს დააპატიმრეს ორი თეთრკანიანი გოგონას მკვლელობის ბრალდებით. სტანდარტული ელექტროსკამი მისთვის ძალიან დიდი აღმოჩნდა და ჯორჯი რომ ცოტა აეწიათ, ქვეშ ბიბლია დაუდეს, რომელიც თან წაეღო სახლიდან კამერაში...

ეს ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ამბავი იყო გასულ საუკუნეში. აფროამერიკელი ბიჭუნას დანაშაული დღემდე ეჭვქვეშ დგას. საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი იყო, რამაც უამრავი ეჭვიც დაბადა.
სტინის დაჭერის შემდეგ, მამა
მისი სამსახურიდან გააგდეს, მის ოჯახს კი (მშობლებსა და და-ძმას) მიანიშნეს, რომ სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინათ ქალაქი, ლინჩის წესით გასამართლების თავიდან ასაცილებლად. ოჯახი იძულებული გახდა, გაქცეულიყო, 14 წლის ბავშვი კი მხარდაჭერისა და გულშემატკივრის გარეშე დარჩა სამართალდამცველთა ხელში.
81 დღე იყო პატიმრობაში, სასამართლომდე. სასამართლო სულ ერთ დღეს გაგრძელდა. მთავრობის მიერ მივლენილი ადვოკატი ჩვეულებრივი საგადასახადო კომისარი იყო, რომელიც სახელმწიფო სამსახურში აპირებდა მუშაობის დაწყებას და სულაც არ სურდა, "თავი გამოეჩინა" შავკანიანი მკვლელი ბიჭის დაცვით. სხდომაზე დასაკითხად არ გამოუძახიათ ის სამი პოლიციელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სტინიმ აღი
არა დანაშაული. გარდა ამისა, სტინის ბრალეულება სრულიად არაფრით არ მტკიცდებოდა. აღიარება არც სასამართლოზე მომხდარა და არც წერილობითი სახით – მოსამართლე "სიტყვაზე ენდო" პოლიციელებს, რომლებიც სხდომაზეც კი არ დაუბარებია. არ ყოფილა სასამართლოზე არც ის სამი მოწმე, რომელიც საქმეში ფიგურირებდა – ადამიანი, რომელმაც მოკლულთა გვამები აღმოაჩინა და ექიმები, რომლებიც დანაშაულის ადგილზე გამოძახეს. დაცვის მხარეს მოწმე არ ჰყოლია. პატარა ბიჭს ხმის შემწევიც არ ჰყოლია არც ერთი ადამიანი...
სასამართლო ორ საათს გაგრძელდა. ნაფიცმა მსაჯულებმა 10 წუთი მოითხოვეს იმის განსახილველად, იყო თუ არა სტინი დამნაშავე. ამ 10 წუთში გადაწყვიტეს ბიჭის ბედი და სიკვდილი მიუსაჯეს...
1944 წლის 16 ივნისს, 7:30-ზე ბიჭი კოლუმბიის ციხეში დასვეს ელექტროსკამზე...

2013 წელს სტინის ყოფილმა თანასაკნელმა პრესას უამბო, როგორ ეუბნებოდა ბიჭი, რომ არ ჩაუდენია დანაშაული. 2014 წლის 21 იანვარს კი აშშ-ში ხელმეორედ დაიწყო სასამართლო პროცესი სტინის საქმეზე – მისი ნათესავების საჩივრის საფუძველზე. ისინი ცდილობენ, სიკვდილმისჯილი ახლა მაინც გაამართლონ საზოგადოების წინაშე...
21676
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
2
„ცივილიზებულ" ამერიკაში 60-იან წლებშიც კი საშინელი რასობრივი დისკრიმინაცია იყო. მძვინვარებდა კუკლუქსკლანის ორგანიზაცია, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა ფერადკანიანიანებს და ებრაელებს. სასაცილოა, ჩვენ რომ გვასწავლიან ტოლერანტულობას.
00:23 / 23-10-2019
ლალი
2
რა შემზარავი ისტორიაა. როგორ გაიმეტეს პატარა ბიჭი სიკვდილისთვის? ამერიკამ, რომელსაც ეროვნება, დამწერლობა და კულტურა არ გააჩნია, ჩვენ უნდა გვასწავლოს და გვარიგოს ჭკუა? მართმადიდებელი სარწმუნოება შემწყნარებელია. არ ქადაგებს სიკვდილს დამნაშავისთვისაც კი.
19:01 / 07-12-2014
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?