აღარც ხმას იღებს და აღარც ზედმეტად მოძრაობს. ერთი სიტყვით, ხელს არავის უშლის ბავშვებს დიდი ბედნიერების გარდა დიდი საზრუნავი და დავიდარაბაც მოაქვთ მშობლებისთვის. ბავშვის მეთვალყურეობის გარდა უფროსებს სხვა საოჯახო საქმეებიც ბევრი აქვთ, ამიტომ ბევრი დედა ბავშვს ტელევიზორით ართობს. ეკრანის წინ მჯდომ ბავშვს ისე იტაცებს ფერად-ფერადი კადრები, რომ აღარც ხმას იღებს და აღარც ზედმეტად მოძრაობს. ერთი სიტყვით, ხელს არავის უშლის. დედა სამზარეულოში ფუსფუსებს, შვილი კი "გუგულივით ზის" ტელევიზორთან ან კომპიუტერის ეკრანთან... ნამდვილი იდილიაა.
სინამდვილეში, ტელევიზორი არც ისეთი კარგი მეგობარია. ეკრანის ხანგრძლივად ყურება ცუდად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე. ცნობილმა ფოტოგრაფმა დონა სტივენსმა გადაწყვიტა, ამ პრობლემისადმი მშობლების ყურადღება კიდევ ერთხელ მიეპყრო. ეს ფოტოპროექტის საშუალებით სცადა, რომელსაც "იდიოტიზმის ყუთი" უწოდა.
ფოტოებზე ბავშვების გამომეტყველებაა დაფიქსირებული, რომელიც შეგძრავთ. აი, როგორ უთიშავს გონებას და აშტერებს ტელევიზორი ბავშვებს. ამიტომ საათობით ნუ "დანიშნავთ" მას ბავშვის "ძიძად".