თუ რძალი გიჟი არაა, დედამთილის დამსახურებაა, როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება მათ შორის რატომღაც ქართველებს გაჭირვებაში უფრო გვჩვევია ერთმანეთის გვერდით დგომა, ვიდრე ლხინში. რატომ ხდება ასე, ძნელი სათქმელია, თუმცა თამუნა მუსერიძეს ამ თემაზე შემდეგი მოსაზრება აქვს: ''ზოგადად, შენი კარგი ბევრს არ უხარია, თუ კარგად ხარ, ბევრი ადამიანი არ გყავს გვერდით, რადგან შურთ შენი, თუ ცუდად ხარ, სანუგეშოდ მოდიან. საზოგადოება სამ რამეს არ გაპატიებს: ბედნიერებას, წარმატებასა და სიყვარულს''.
- როგორ ფიქრობ, რამდენად აუცილებელია წყვილისთვის ქორწინებამდე თანაცხოვრება?
- ადამიანი თანაცხოვრების პერიოდში შეიცნობა, ამიტომ აუცილებელია. თუ მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ არ გაიღვიძე და არ გაიგე, დილით ახალგაღვიძებულზე როგორ ხასიათზეა, მერე გაგიჭირდება ყველაფერთან ერთიანად შეგუება. მე რომ მქონოდა იმის საშუალება, ჩემს მეუღლესთან მანამდე მეცხოვრა, შეიძლება, არც შეგვექმნა ოჯახი, ან პირიქით, თავიდანვე ვიქნებოდი შეგუებული მის დადებით და უარყოფით თვისებებს და უფრო მყარად გადავდგამდი ამ ნაბიჯს.
- აქ ვის გულისხმობ, აჩი ფურცელაძეს?
- ორივეს. თანაცხოვრების დროს უფრო კარგად იცნობენ ერთმანეთს, აქ მხოლოდ სექსუალურ ცხოვრებას არ ვგულისხმობ. ერთს შეიძლება ღამის 4 საათზე მუსიკის მოსმენა და ცეკვა მოსწონდეს, მეორეს კი – აღიზიანებდეს, ამიტომაც წყვილმა თავი
დანვე კარგად უნდა გაითავისოს ერთმანეთი იმისთვის, რომ სერიოზული ნაბიჯი გადადგან, თუმცა, ჩემი აზრით, ცალკე საცხოვრებლად გადასვლა უკვე სერიოზული ნაბიჯია, ფაქტობრივად, ნახევარი ნაბიჯი რჩება ხელის მოწერამდე.
- ქალიშვილობის ინსტიტუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
- მე რომ მამაკაცი ვყოფილიყავი, სურვილი მექნებოდა, ჩემი მეუღლე ქალიშვილი ყოფილიყო, რადგან ამ ტრადიციის მომხრე ვარ. უარყოფითი მხარე ისაა, რომ არსებობს ბევრი გოგო, რომელიც სხვა რაღაცების ხარჯზე ინარჩუნებს ქალიშვილობას, იქნება ეს ანალური სექსი, ორალური სექსი თუ სხვა. თუ ხარ დაკავებული იმით, რომ მიიღო და მიანიჭო სიამოვნება შენს პარტნიორს, ჯობს, დაკარგო ქალიშვილობა, ვიდრე შეინარჩუნო აპკი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ქალისთვის. ძალიან დიდი უბედურებაა, როცა კუჭში გასვლის პრობლემა გაქვს, იმიტომ რომ ქალიშვილი ხარ.
- გოგონას ბევრს იცნობ?
- ჩემდა სამწუხაროდ, ვიცნობ ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერზე წამსვლელია იმის გამო, რომ ქალიშვილობა არ დაკარგოს და ამის მოყოლისაც არ ერიდება.
- რძალდედამთილობაზე მინდა გკითხო, ვისი დამსახურებაა მათ შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება?
- იმ შემთხვევაში, თუ რძალი გიჟი არაა, დედამთილის დამსახურებაა, როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება მათ შორის. როცა ოჯახში შედიხარ, მთავარია, როგორ გხვდებიან, როგორ მიგიღებენ, როცა ხარ გამოუცდელი და არ იცი საოჯახო საქმეები, იმ მამაკაცთან მოქცევა, რომელიც შენმა დედამთილმა გაზარდა და რომელიც შენი საყვარელი კაცია. შესაბამისად, ეს ურთიერთობა უფრო დედამთილზეა დაფუძნებული, ვიდრე რძალზე. იხილეთ სრულად